Skip to content
01/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • საზოგადოება

ედიშერ გვენეტაძე დავით ქაცარავაზე – ნახეთ ეს რუსულ ფილმებში რუბლებით მონაწილე ანაზღაურებადი აგენტი

მარშალ პრესი 29/07/2023
ედიშერ გვენეტაძე

“ეს მართლაც ქაცარი, ქაცარავა, ეს გლახა რუსი მსახიობი, რა დღეში ჩააგდო რუსულმა რუბლებმა და რას ბედავს!”- წერს სოციალურ ქსელში  ედიშერ გვენეტაძე “ანტისაოკუპაციო მოძრაობის” ერთ-ერთ წევრზე დავით ქაცარავაზე, რომელმაც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის შესახებ დეზინფორმაცია გაავრცელა.

“ნახეთ ეს პუტინის შნირი! ეს რუსულ ფილმებში რუბლებით მონაწილე ანაზღაურებადი აგენტი! ეს ასმაგ ღობეზე მოხტუნავე. კაცმა რომ არ იცის კრემლის გარდა კიდევ, რომელი აგენტოკრატიის ტიპიური წარმომადგენელია! ეს მართლაც ქაცარი (მეგრ. ციკანი) ქაცარავა, ეს გლახა რუსი მსახიობი, რა დღეში ჩააგდო რუსულმა რუბლებმა და რას ბედავს!

როგორც კი ნახეს უბნელესმა ძალებმა, რომ საქართველო მსოფლიოში იმკვიდრებს იმ ადგილს, რომელიც მას ისტორიულად ეკუთვნოდა და ეკუთვნის! უმალ დაიწყეს გირჩ-ზურაბას მეთაურობით (რომლის სულიერი, განუყრელი მეგობარია ეს სუბიექტი) ჯერ შარვლების ჩახდა, ახლა კი სულ მთლიანად საცვლებიდან ამოხტომა! თუმცა, რა გასაკვირია ამ ხელისბიჭებს ასეთი დავალება მისცეს სამყაროს გაღმა-გამოღმა მყოფმა პატრონებმა და ამათაც: დათიკოებმა, პატიკოებმა, ჭიჭიკოებმა, ხოშტარიებმა …

ზოგმა რუსული ფილმების, ზოგმა რუსი მდგმურების, ზოგმა რუსული დეკორაციები მეშვეობით დაიწყეს რუბლების გათეთრება ანუ სალაფავის მოლოდინში წკმუტუნი და ყეფა! დიახ, ხაბეების, ქაცარავების, ჭიჭიკოების, ჰელენების….მკვებავი კრემლი ოკუპანტია! დიახ მას ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიების 20%, მაგრამ რუსეთი ბუნებრივ -გეოგრაფიულად საქართველოს აგრესიული მეზობელია და მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილ მეხუთე კოლონის წარმომადგენელთა არაერთი მცდელობისა, არ გავანადგურებინებთ საქორთუოს! მოვახდენთ საქართველოს დეოკუპაციას და ამ მეხუთე კოლონელ შარლატანებს დავუკარგავთ რუსული რუბლებით ანაზღაურებადი სამსახურებს! P.S. სწორედ ქაცარავასნაირ შუბლძარღვუქონელებზეა ნათქვამი: “ჩემი შენ გითხარი და….”! არ გაგივათ!”- წერს ედიშერ გვენეტაძე.

Post navigation

Previous: ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოს ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანების გარანტიაა“
Next: ახლა მიდის უკრაინაში ომი, გვანახეთ რუსებთან თქვენი შეუპოვარი ბრძოლა, ოღონდ იქ ჰაერში მუშტების ქნევა არ გამოვა, შენ წინააღმდეგ ტურისტები არ იქნებიან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.