Skip to content
16/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ისეთ მნიშვნელოვან მოთამაშესთან, როგორც ჩინეთია, სტაბილური, მწყობრი, კარგი ურთიერთობების არსებობა საქართველოსთვის საგანგებოდ მნიშვნელოვანია – მიხეილ სარჯველაძე

მარშალ პრესი 29/07/2023
მიხეილ სარჯველაძე

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ჩინეთში მედიასთან შეაფასა.

„პრემიერის ეს ვიზიტი გახლავთ ისტორიული და ძნელია არ დაეთანხმო, რომ პრაქტიკულად ხელახლა იწერება თანამედროვე სამყაროს უსაფრთხოება, ასევე ეკონომიკური არქიტექტურაც ახლა განისაზღვრება და ასეთ დროს, ისეთ მნიშვნელოვან მოთამაშესთან, როგორც ჩინეთია, სტაბილური, მწყობრი, კარგი ურთიერთობების არსებობა არის საგანგებოდ მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, ყველა ფაქტორის მხედველობაში მიღებით. ეს არის, მაგალითად განსაკუთრებული როლი რომელიც უკავშირდება საქართველოს გეოგრაფიულ მდებარეობას და აქედან გამომდინარე, ეკონომიკურ პოტენციალს, აქ ჩინეთთან სათანადო თანამშრომლობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია“, – განაცხადა სარჯველაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 27 ივლისს დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილი 28 ივლისს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტს სი ძინპინს შეხვდა.

Post navigation

Previous: პრემიერის ვიზიტის მთავარი მანიშნებელია, რომ ჩინეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა სტრატეგიულ ხასიათს იძენს, რაც რამდენიმე მიმართულებით მნიშვნელოვანი შედეგის მომტანი იქნება საქართველოსთვის – ირაკლი ქადაგიშვილი
Next: ნინო წილოსანი: პრემიერის ვიზიტის ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი, ეს არის ჩინეთთან ურთიერთობების ახალი ეტაპი, რომელიც საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას უკვე სხვა, მაღალ დონეზე გადაიყვანს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.