Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველომ და ჩინეთმა ურთიერთობების სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე ამაღლების შესახებ განაცხადეს. კიდევ რომელ ქვეყნებს აქვთ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა

მარშალ პრესი 29/07/2023
ჩინეთი

საქართველო პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინპინმა საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე ამაღლების შესახებ განაცხადეს.

ეს გადაწყვეტილება მხარეებმა ჩინეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში მიიღეს.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრას ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოეხმაურა.

„ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ისტორიული ვიზიტის ფარგლებში სიამაყით ვაცხადებ საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების ამაღლებას სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ დარწმუნებული ვარ, რომ ეს საეტაპო მოვლენა მოგვცემს პარტნიორობის გამყარებისა და არსებული შესაძლებლობების სრული რეალიზაციის საშუალებას,“- აღნიშნულია „ტვიტში“.

თავის მხრივ ჩინეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკვე 31 წელია, რაც ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები ჯანსაღად და სტაბილურად ვითარდება, ორი ქვეყნის პოლიტიკური ნდობა მყარია, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შედეგები კი – შესამჩნევი.

„საქართველო ჩინეთის მეგობარი და კარგი პარტნიორია. არ აქვს მნიშვნელობა საერთაშორისო ასპარეზზე როგორ განვითარდება მოვლენები, ჩინეთის დამოკიდებულება საქართველოსთან ურთიერთობების განვითარების შესახებ არ შეიცვლება. ჩინეთში თქვენი ამ ვიზიტის დროს გამოქვეყნდება ერთობლივი განცხადება. გამოცხადდება, რომ საქართველო და ჩინეთი ამყარებენ სტრატეგიულ პარტნიორობას, ამით ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ახალ დონეზე გადაინაცვლებს.

ჩინეთმა და საქართველომ ერთად უნდა იმუშაონ, რათა ამ ახალი დასაწყისიდან ბიძგი მივცეთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის უკეთეს განვითარებას, ხელი შევუწყოთ ორი ქვეყნის სხვადასხვა სფეროს განვითარებას და წვლილი შევიტანოთ კაცობრიობის კეთილდღეობაში“, – განაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა.

ჩინეთს სტრატეგიული და კონსტრუქციული პარტნიორობა აქვს 100-მდე ქვეყანასთან.

კიდევ რომელ ქვეყნებს აქვთ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა:

1997 წლიდან ჩინეთს კონსტრუქციული სტრატეგიული პარტნიორობა აქვს აშშ-სთან, 2011 წლიდან კი კოოპერაციული პარტნიორობა, დამყარებული ორმხრივ პატივისცემასა და სარგებელზე.

1998 წლიდან ჩინეთს გრძელვადიანი და კონსტრუქციული პარტნიორობა აქვს ევროკავშირთან, 2003 წლიდან კი – ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა. ანალოგიური პარტნიორობა პეკინს ევროპის ისეთ ქვეყნებთან აქვს, როგორებიცაა: საფრანგეთი, იტალია, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, ესპანეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, დანია, სერბეთი, უკრაინა, ჩეხეთი და უნგრეთი.

გარდა ამისა, ჩინეთს სტრატეგიული პარტნიორობა აქვს ბრაზილიასთან, კანადასთან, მექსიკასთან, არგენტინასთან. ასევე აზიის შემდეგ ქვეყნებთან: სამხრეთ კორეა, პაკისტანი, თურქეთი, მონღოლეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ტაილანდი, თურქმენეთი, ყირგიზეთი, ეგვიპტე.

Post navigation

Previous: რაც დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მოახერხა, ამას სწორი სტრატეგიული, პრაგმატული პოლიტიკა ჰქვია, რაც ქვეყნის ეკონომიკურ-პოლიტიკური სუვერენიტეტის განმტკიცებას წარმოადგენს! – ზურაბ ქადაგიძე
Next: გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის შედეგების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.