Skip to content
01/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი FISU-ს 31-ე ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრო

მარშალ პრესი 28/07/2023
ღარიბაშილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ჩენგდუში FISU-ს 31-ე ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრო, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, Sport Park Stadium-ზე, სადაც საუნივერსიტეტო თამაშები იმართება, მაღალი დონის სტუმრებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინპინმა უმასპინძლა.

მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშებში წელს 40 ქართველი სტუდენტი იღებს მონაწილეობას. გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს ქართველმა სტუდენტებმაც, რომლებიც საუნივერსიტეტო თამაშებში იასპარეზებენ ძიუდოში, წყალბურთში, წყალში ხტომასა და ცურვაში. სპორტსმენები, საქართველოში არსებული აკრედიტებული სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები არიან.
გახსნის ცერემონიაზე პრემიერ-მინისტრი დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა.

Post navigation

Previous: თამარ ჩიბურდანიძე: მსოფლიოს ახალ ზესახელმწიფოსთან მჭიდრო პარტნიორობა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გარანტია, ეკონომიკური სიძლიერე კი რეალური დამოუკიდებლობაა
Next: სუს-ის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული სერგო გუგუტიშვილი და თამაზ კახაბრიშვილი გათავისუფლდნენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.