Skip to content
01/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რომან კაკულია: ჩინეთი აჩენს დაცულობის სულ სხვა გარანტიას, რომელიც გამომდინარეობს მისი საგარეო პოლიტიკიდან

მარშალ პრესი 28/07/2023
რომან კაკულია

ჩინეთი აჩენს დაცულობის სულ სხვა გარანტიას, რომელიც გამომდინარეობს მისი საგარეო პოლიტიკიდან, – ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში საზოგადოებრივი ორგანიზაცია „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელმა, რომან კაკულიამ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს არჩევანი ჰქონდა დანგრევასა და დაუცველობას შორის.

„კარგად რომ გავიგოთ, რა მნიშვნელობა ექნება ჩინეთთან სტრატეგიულ თანამშრომლობას, ორი სიტყვით აუცილებლად უნდა შევაფასოთ, სად ვდგავართ ახლა და რა არჩევანი გვქონდა, რის გამოც ისე ვიქცევით, როგორც ვიქცევით. ჩვენი ყველა ნაბიჯი დასავლელი პარტნიორებისთვის მოსაწონი არ არის. ჩვენ ხშირად გვესმის კრიტიკა, თითქოს ხდება ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც თითქოს გვაახლოებს რუსეთთან. ეს არის მოცემულობა, რაც ჩანს. ეს იმ ორი ალტერნატივის შედეგია, რაც ჩვენ გვქონდა. ჩვენ გვქონდა ალტერნატივა, რომ ან ვიქნებოდით დანგრეული და აქ არ არის ლაპარაკი ომზე, რადგან რუსეთს საქართველოში ომი არ სჭირდება. ეს არ არის აფხაზეთი და სამაჩაბლო. როდესაც ვლაპარაკობთ რუსეთი როგორ იქცევა, ბატონი ბორელი და დავუშვათ, ბლინკენი როგორც თვლის საჭიროდ იმის მიხედვით კი არ იქცევა რუსეთი, არამედ – თვითონ როგორც თვლის. თუ ის ჩათვლიდა, რომ ეს არის საჭირო ჩვენთან მიმართებაში, რამდენიმე დღეში შეძლებდა, რომ საქართველო ყოფილიყო ისეთ მდგომარეობაში, რომ შეიძლება აღარ ყოფილიყო საინტერესო აღაც ნატოსთვის და აღარც ევროკავშირისთვის გარკვეული პერიოდი, რასაც ის უპირებს დღეს უკრაინის არა რუსულენოვან ნაწილს. მეორე ალტერნატივა იყო დაცულობის ილუზია, რაზეც ჩვენ უარი ვთქვით. ჩვენ მესამე ალტერნატივა არ გვქონდა. ანუ ჩვენ გვქონდა არჩევანი დანგრევასა და დაუცველობას შორის. ახლა ჩინეთი აჩენს დაცულობის სულ სხვა გარანტიას, რომელიც გამომდინარეობს მისი საგარეო პოლიტიკიდან“, – განაცხადა რომან კაკულიამ

Post navigation

Previous: „მაგთიკომმა“ და „სილქნეტმა“ 5G აუქციონში მონაწილეობა არ მიიღეს – ახალ ტექნოლოგიას მხოლოდ „სელფი“ დანერგავს
Next: თამარ ჩიბურდანიძე: მსოფლიოს ახალ ზესახელმწიფოსთან მჭიდრო პარტნიორობა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გარანტია, ეკონომიკური სიძლიერე კი რეალური დამოუკიდებლობაა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.