Skip to content
01/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • პოლიტიკა

ვინც არ უნდა იყოს საქართველოს მოწინააღმდეგე საერთაშორისო არენაზე – საქართველომ და ჩინეთმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს სტრატეგიული პარტნიორობის ნიშნად და ჩინეთი ამ დამოკიდებულებას არ უღალატებს

მარშალ პრესი 28/07/2023
დავით ქართველიშვილი

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტს და ამასთან დაკავშირებით, ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც დავით ქართველიშვილი აღნიშნავს, სი ძინპინის გამოსვლიდან ყველაზე მნიშვნელოვანი წინადადება ეხება იმას, რომ ჩინეთის დამოკიდებულება საქართველოსთან ურთიერთობის განვითარების მიზნით არ შეიცვლება, საერთაშორისო ასპარეზზე მოვლენები როგორც არ უნდა განვითარდეს. „ვისთვის როგორ, მაგრამ ჩემთვის სი ძინპინის დღევანდელი გამოსვლიდან ყველაზე მნიშვნელოვანი წინადადება შემდეგია:

„არა აქვს მნიშვნელობა საერთაშორისო ასპარეზზე როგორ განვითარდება მოვლენები – ჩინეთის დამოკიდებულება საქართველოსთან, ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით, არ შეიცვლება“.

ამ წინადადების ადრესატი ადვილად იკითხება – ვინც არ უნდა იყოს საქართველოს მოწინააღმდეგე საერთაშორისო არენაზე, ვის რა სივერაგეც არ უნდა ჰქონდეს ჩაფიქრებული ჩვენთან დაკავშირებით – საქართველომ და ჩინეთმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს სტრატეგიული პარტნიორობის ნიშნად და ჩინეთი ამ დამოკიდებულებას არ უღალატებს. ირაკლი ღარიბაშვილს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი შეხვდა თავის მეუღლესთან ერთად, ნიშნად უაღრესი პატივისცემისა სტუმრისა და ჩვენი ქვეყნებისთვის დამახასიათებელი ტრადიციულობის მიმართ. ორ ლიდერს შორის კონტაქტები ხვალეც გაგრძელდება.

ჩვენ არ დაგვიწყებია საქართველოში ჩინეთის სრულუფლებიანი ელჩის შემოთავაზებაც – მედიატორის როლი ითამაშონ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. მეგობრობისა და პარტნიორული ურთიერთობების ჭრილში, საქართველო მზად არის, განიხილოს ნებისმიერი ჯანსაღი შემოთავაზება. დიდი წინასწარმეტყველის ნიჭიც არ უნდა იმის პროგნოზირებას, თუ რამდენ მარიონეტს მოიყვანს დღეიდან მოქმედებაში ქალბატონი კელი დეგნანი: არა „რუსულ“ ჩინეთს… არა ორ სკამზე მოთავსების პოლიტიკას – ან ჩინეთი ან ამერიკა… არა რომელიმე სხვა სტრატეგიულ ურთიერთობებს, გარდა ამერიკის საელჩოსთან და ა.შ. მდინარე ჩაილური დაშრაო, თორემ მის ჩაციებულ წყალს გაუგზავნიდა კაცი აგენტოკრატსაც და მის მარიონეტებსაც…“. – წერს დავით ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: მსოფლიოს ახალ ზესახელმწიფოსთან მჭიდრო პარტნიორობა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გარანტია, ეკონომიკური სიძლიერე კი რეალური დამოუკიდებლობაა
Next: ჩინეთმა ღიად განაცხადა, რომ დაეხმარებოდა საქართველოს დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაში, რაც ჩვენთვის ნომერ პირველი საკითხია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.