ჩვენ ვხედავთ, რომ ამ კამპანიის უკან, რომელიც მიზნად ისახავდა ჩვენი ქვეყნის დისკრედიტაციას, დგას ფული და ეს ფული მიხეილ სააკაშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ ეკუთვნით,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
„ჩვენ ვხედავთ, რომ უკვე წლებია ძალიან ბევრი მილიონი იხარჯება „ნაციონალური მოძრაობის“, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის მხრიდან იმისთვის, რომ სახელმწიფო დაზიანდეს, დაუწესდეს სანქციები და შეექმნას პრობლემები ევროპისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ამის დამადასტურებელი იყო ის ჩანაწერები, რომელიც ჩვენ დავინახეთ Fara-ს დოკუმენტებში. ამ სუბიექტებს აქვთ ვალდებულება გააკეთონ შესაბამისი განმარტება იმასთან დაკავშირებით თუ რა ფორმითა და დოზით იყვნენ ამ ყველაფერში ჩართულები. ჩვენ რეალურად ვხედავთ, რომ ამ კამპანიის უკან, რომელიც მიზნად ისახავდა ჩვენი ქვეყნის დისკრედიტაციას, დგას ფული და ეს ფული მიხეილ სააკაშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ ეკუთვნით“,- აღნიშნა ჩიქოვანმა.
ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებშისაუბარია საქართველოში აშშ-ის საელჩოს თანამშრომელზე. FARA-ს დოკუმენტების მიხედვით, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე, ნიუ-იორკში სალომე ზურაბიშვილთან უნდა გამართულიყო შეხვედრა და შუამავლად მითითებულია შეერთებული შტატების საელჩოს თანამშრომელი, ევან ელიოტი.
