Skip to content
21/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • პოლიტიკა

შალვა ნათელაშვილი: მარგველაშვილი თუ გახდება „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე პირველი პრეცედენტი იქნება, როდესაც ორი პრეზიდენტი ერთ პარტიაში მოიყრის თავს – ეს იქნებოდა ინოვაცია ქართულ პოლიტიკაში

მარშალ პრესი 26/04/2022
შალვა ნათელაშვილი

მარგველაშვილი თუ გახდება „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე, იქნება ინოვაცია, როდესაც ორი პრეზიდენტი ერთ პარტიაში მოიყრის თავს, – განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა.

„თუ ასე მოხდა, პირველი პრეცედენტი იქნება, როდესაც ორი პრეზიდენტი ერთ პარტიაში მოიყრის თავს, ეს იქნებოდა ინოვაცია ქართულ პოლიტიკაში. ყველას იმ დონეზე აქვს ყელში აქვს ამოსული ეს რეჟიმი, მაქსიმუმს აკეთებენ მის მოსაცილებლად და ალბათ, პრეზიდენტ მარგველაშვილის ეს განცხადება ამან განაპირობა ბევრწილად“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

„რუსთავი 2-მა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხდება. თუმცა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ეს ინფორმაცია უარყვეს.

მოგვიანებოით მედიის წარმომადგენლებმა გიორგი მარგველაშვილს საკუთარ სახლთან დაუსვეს კითხვა დღეს გავრცელებული ინფორმაციის შესახებ. ყოფილმა პრეზიდენტმა კი განაცხადა, რომ კომენტარის ეს ფორმატი მისთვის მიუღებელია და მედიის შეკითხვებს მხოლოდ წინასწარი შეთანხმების შემთხვევაში უპასუხებს.

Continue Reading

Previous: ახლა, როდესაც სააკაშვილი ციხიდან ატირდა და თავისუფლებაზე ყოფნა უნდა გაახსენდათ, რომ ქვეყანას პრეზიდენტი ჰყავს – ალუდა ღუდუშაური „ნაციონალურ მოძრაობაზე“
Next: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ტყვია არ გავარდეს – თეა წულუკიანი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025