ჩვენ ძალიან მკაფიოდ აღვნიშნეთ, რომ საელჩოს არცერთი თანამშრომელი არ ჩართულა სააკაშვილის სასარგებლოდ ლობისტურ საქმიანობაში, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.
„რაც შეეხება ამ თანამშრომელს [ევან ელიოტი] და მასთან კომუნიკაციას, აქ იყო საუბარი, რომ მან უპასუხა მხოლოდ სატელეფონო ზარს. ტელეფონზე პასუხის გაცემა ნიშნავს მხოლოდ ტელეფონზე პასუხის გაცემას და არაფერს სხვას“, – აღნიშნა დეგნანმა.
ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებში საუბარია საქართველოში აშშ-ის საელჩოს თანამშრომელზე. FARA-ს დოკუმენტების მიხედვით, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე, ნიუ-იორკში სალომე ზურაბიშვილთან უნდა გამართულიყო შეხვედრა და შუამავლად მითითებულია შეერთებული შტატების საელჩოს თანამშრომელი, ევან ელიოტი.
