Skip to content
24/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ისტორიული მოვლენის მომსწრენი ვართ – საქართველო და ჩინეთი სტრატეგიული პარტნიორობის ეტაპზე გადადიან, ჩვენი ქვეყანა მსოფლიო გეოპოლიტიკურ ასპარეზზე თავის ღირსეულ ადგილს იმყარებს – ვატო შაქარიშვილი

მარშალ პრესი 28/07/2023
ვატო შაქარიშვილი (1)

საზოგადოებრივი მოძრაობა „საქართველო უპირველეს ყოვლისა” დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის სი ძინპინის შეხვედრას ეხმიანება.

შაქარიშვილის თქმით, ისტორიული მოვლენის მომსწრენი ვართ. ჩვენი ქვეყანა მსოფლიო გეოპოლიტიკურ ასპარეზზე თავის ღირსეულ ადგილს იმყარებს.

„ისტორიული მოვლენის მომსწრენი ვართ – საქართველო და ჩინეთი ურთიერთობის ახალ, სტრატეგიული პარტნიორობის ეტაპზე გადადიან. ჩვენი ქვეყანა მსოფლიო გეოპოლიტიკურ ასპარეზზე თავის ღირსეულ ადგილს იმყარებს! ჩინეთის ლიდერისგან მსგავსი მნიშვნელობის გზავნილები არის კიდევ ერთი უდიდესი აღიარება, რომ საქართველომ ყველაზე რთულ მოცემულობაში მოახერხა ისეთი პოლიტიკის წარმართვა, რომელმაც ჩვენს მიმართ გაზარდა ნდობა, პატივისცემა და ინტერესი!
სწორედ ეს არის ჭეშმარიტი “შესაძლებლობების ფანჯარა,” რეალური და ხელშესახები, რაც საქართველოს მოუტანს გრძელვადიან სტაბილურობას, ინვესტიციებს, სწრაფ ეკონომიკურ აღმავლობას. ეს ყველაფერი კი თავისთავში გულისხმობს ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიებსაც!
საამაყო და იმედისმომცემი დღეა ჩვენი ქვეყნისთვის!”- წერს ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგიაზე იმსჯელეს
Next: საქართველოსა და კანადას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ შეთანხმების პროექტზე მოლაპარაკებები გაიმართა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.