სააკაშვილი არ არის პოლიტიკური პატიმარი, მან პრეზიდენტობის დროს ჩაიდინა ისეთი რაღაცები, რის გამოც პასუხი უნდა აგოს,- ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარემ ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
„ნებისმიერი ადამიანი, ვინც იმყოფება საპატიმროში, უნდა სარგებლობდეს სრული სამედიცინო მომსახურებით, მნიშვნელობა არ აქვს ეს ადამიანი სააკაშვილია თუ რა გვარისაა. მიმაჩნია, რომ სააკაშვილი არ არის პოლიტიკური პატიმარი, მან პრეზიდენტობის დროს ჩაიდინა ისეთი რაღაცები, რის გამოც პასუხი უნდა აგოს – მოქმედი დეპუტატის ცემა და შემდეგ პარლამენტიდან გაგდება იქნება ეს თუ გირგვლიანთან დაკავშირებით დანაშაულების მთელი ჯაჭვი“,- აღნიშნა ელისაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობა“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, ხელი მოაწეროს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას.
მოსახლეობის საჭიროებებზე ზრუნვა და მათთან აქტიური კომუნიკაცია „ქართული ოცნების“ გუნდის უცვლელი...