Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენმა ქვეყანამ პირველი კვარტლის მონაცემებით, შეძლო და ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 800 მილიონი დოლარის ოდენობით მიიღო ქვეყნის ეკონომიკაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი შედეგია

მარშალ პრესი 28/07/2023
მა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს ტურიზმის სექტორის პირველი ნახევრის სტატისტიკური მაჩვენებლები გადაცემაში „იმედი Live“ შეაფასა.

„უნდა განვმარტოთ ის გზა, რომელიც გავიარეთ იქამდე მოსასვლელად, როდესაც ძალიან ვამაყობთ იმ საკმაოდ წარმატებული შედეგებით, რომელიც ტურიზმის ინდუსტრიაში გაგვაჩნია. სამი ძირითადი მიმართულებით მოხდა მუშაობა – პირველი, ეს არის მთავრობის ძალიან სწორი და ეფექტური სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, თუ როგორ უნდა გაძლიერებულიყო კიდევ უფრო მეტად ტურიზმის ინდუსტრია. მეორე, ეს არის ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა ბიზნესთან, მეწარმეებთან, რომლებიც ჩართულები არიან ტურიზმის ინდუსტრიაში და მესამე – საქართველოს მთავრობის მუშაობა უშუალოდ პირდაპირი ფრენების სტიმულირებისთვის. სწორედ ამ სამმა ძირითადმა კომპონენტმა განაპირობა ის, რომ ჩვენმა ქვეყანამ პირველი კვარტლის მონაცემებით, შეძლო და ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 800 მილიონი დოლარის ოდენობით მიიღო ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი შედეგია. ჩვენ ამ შედეგით არა მხოლოდ სრულად აღვადგინეთ 2019 წლის ანალოგიური მაჩვენებელი, არამედ გადავაჭარბეთ მას 37%-ით. ამავდროულად, პირველი ორი კვარტლის მონაცემებით, ჩვენმა ქვეყანამ შეძლო და უმასპინძლა 2 მილიონ 900 ათასზე მეტ საერთაშორისო მოგზაურს“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.

Post navigation

Previous: მარიამ ქვრივიშვილი: არსებობს არაერთი ბრალდება, რომ თურმე ტურიზმის სტატისტიკაში აღვრიცხავთ ადამიანებს, რომლებმაც შეიძლება გადაწყვიტონ ქვეყანაში უფრო გრძელი ვადით დარჩენა, ეს არის ტყუილი და არაკომპეტენტურობა
Next: მარიამ ქვრივიშვილი: ანტისახელმწიფოებრივი კამპანია მიმდინარეობს, თითქოს ჩვენი ზღვის წყალი არის ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი. ეს არის ქვეყნის მტრობა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.