IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

სომხეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 711 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 18 ინფიცირებული კი, გარდაიცვალა. შესაბამის მონაცემებს სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ამასთან, სომხეთში ბოლო 24 საათში 653 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა.

ცენტრის ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამეში დაღუპულთა შორის ოთხი ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად „სხვა დაავადებები“ დასახელდა.

24 ივნისის მდგომარეობით, სომხეთში სულ გამოვლენილია „კოვიდ-19“-ის 21 717 შემთხვევა, აქედან 10 404 პირი გამოჯანმრთელდა. საერთო ჯამში, გარდაიცვალა 516 ინფიცირებული.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება