Skip to content
28/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: საქართველო ცდილობს გადაიქცეს ერთგვარ სატრანსპორტო ჰაბად, რომელიც დააკავშირებს ევროპასა და აზიას

მარშალ პრესი 27/07/2023
სამხარაძე

დარწმუნებული ვარ, ჩვენი დელეგაცია პეკინიდან მნიშვნელოვანი შედეგებით დაბრუნდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ჩინეთი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია.

„ჩინეთი ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია არაღიარების პოლიტიკის განხორციელებაში, რადგან ჩინეთი არის გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრი. შესაბამისად, როდესაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ხელყოფილია, ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ჩინეთის მხარდაჭერის იმედი, იქიდან გამომდინარე, რომ ჩინეთისთვის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი ძალზე მნიშვნელოვანია. გარდა ამისა ჩინეთი არის ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოთამაშე. ჩვენ გვაქვს ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ქართული პროდუქცია იყიდება ჩინეთში. ჩვენი ექსპორტის დიდი ნაწილი კი სწორედ ჩინეთზე მოდის. მნიშვნელოვანია ამ ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავება და ასევე, გლობალურ ჭრილში ჩინეთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა. საქართველო ცდილობს გადაიქცეს ერთგვარ სატრანსპორტო ჰაბად, რომელიც დააკავშირებს ევროპასა და აზიას. უკანასკნელ პერიოდში ძალიან გააქტიურდა შუა დერეფანი, ტვირთბრუნვა იზრდება, ამ შემთხვევაშიც რა თქმა უნდა, ჩინეთს აქვს ძალიან დიდი როლი იმისათვის, რომ ეს შუა დერეფანი, რომლის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილიც საქართველოა, მაქსიმალურად იყოს დატვირთული, რის შედეგადაც საქართველო აუცილებლად მიიღებს ეკონომიკურ სარგებელს, ამიტომ ამ მხრივ ეს ვიზიტი არის ძალიან დროული და ძალიან მნიშვნელოვანი. დარწმუნებული ვარ, რომ მნიშვნელოვანი შედეგებით დაბრუნდება ჩვენი დელეგაცია პეკინიდან“, – აღნიშნა სამხარაძემ.

Post navigation

Previous: მამუკა მდინარაძე – თუ სააკაშვილის ლობისტებმა აშშ-ის საელჩოს თანამშრომელს შეგნებულად დააბრალეს ამ საკითხებში თანამონაწილეობა, ეს არანაკლებ რთული ვერსიაა, რომელიც განმარტებებს მოითხოვს, ჩვენ ყოველთვის ვითხოვთ სიმართლეს
Next: ნიკოლოზ სამხარაძე: ის, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის მედიის ეპიცენტრშია, შემთხვევითი არ არის, რადგან საქართველოს როლი და ფუნქცია მსოფლიო ასპარეზზე იზრდება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.