Skip to content
28/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე-საქართველო არ და ვერ დაისჯება სიმართლისთვის და იმისათვის რომ ჩვენი, ქართველი ხალხის სურვილია, საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები მიიღებოდეს ამ ქვეყანაში

მარშალ პრესი 27/07/2023
მამუკა მდინარაძე

„ჩვენ ვახერხებთ გავუმკლავდეთ ამ უდიდეს გამოწვევას, პრობლემას, რომელიც საქართველოს საწინააღმდეგოდ შეიქმნა და რომელიც მთლიანად ფეიკებზეა აგებული“-ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. „საქართველო მიდის ევროპისკენ, ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისკენ და გზაში ისეთი ნაღმები იდება, რომელიც დამაზიანებელია ამ ქვეყნისთვის და ჩვენ ამის განაღმვას ვახერხებთ. ვახერხებთ დიდი ძალისხმევით და რაც მთავარია ქართველი ხალხის მხარდაჭერით, თორემ ხელისუფლებამ რაც არ უნდა აკეთოს, თუ ის სიმართლე, რა სიმართლეც მის მოქმედებებში დევს და თუ ის მორალი, რა სწორი მორალითაც ის თავის ქვეყანაზე უპირატესად ზრუნავს, ხალხმა არ დაინახა, მაშინ ჩვენ არაფერი გამოგვივა და საქართველო არ დაისჯება და ვერ დაისჯება ჯერ ერთი, სიმართლისთვის და იმისათვის რომ ჩვენი, ქართველი ხალხის სურვილია, საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები, ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის შესახებ გადაწყვეტილებები მიიღებოდეს ამ ქვეყანაში. წარმოუდგენელია, ეს სიმართლე დაიჩაგროს და ბოროტებამ სიკეთეზე გაიმარჯვოს. გამორიცხული ამბავია. ეს არის ჩვენი უპირატესი უფლება, რომ ამ ქვეყანაში მიიღებოდეს გადაწყვეტილებები ამ ქვეყნის შესახებ. ყველას ვითვალისწინებთ. ჩვენ მეგობრობაც შეგვიძლია, სწორი კურსიც გვაქვს აღებული, მაგრამ სიცრუით, ტყუილებით და ამ ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლით ვერავინ მოგვერევა. გამორიცხულია“.- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

Post navigation

Previous: მამუკა მდინარაძე ხაბეიშვილი-ვაშაძის გაერთიანებაზე- ვერანაირი თეორიული გათვლითაც კი, ჯამურად ვერ უახლოვდებიან იმ შედეგს, რაც დღეს აქვს რეიტინგში „ქართულ ოცნებას“, ამიტომ, მათი ყველა მცდელობა საბედნიეროდ იქნება უშედეგო
Next: მამუკა მდინარაძე – თუ სააკაშვილის ლობისტებმა აშშ-ის საელჩოს თანამშრომელს შეგნებულად დააბრალეს ამ საკითხებში თანამონაწილეობა, ეს არანაკლებ რთული ვერსიაა, რომელიც განმარტებებს მოითხოვს, ჩვენ ყოველთვის ვითხოვთ სიმართლეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.