Skip to content
20/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე ნიკა მელიას განცხადებაზე: არ მომისმენია, არ ვაპირებ მოვუსმინო და რაიმე კომენტარის გაკეთებას არც ვაპირებ ბევრ იმ სისულელეზე, რაზეც საზოგადოება საუბრობს

მარშალ პრესი 27/07/2023
გიორგი ვაშაძე

არ მომისმენია, არ ვაპირებ მოვუსმინო და რაიმე კომენტარის გაკეთებას არც ვაპირებ ბევრ იმ სისულელეზე, რაზეც საზოგადოება საუბრობს, – ასეთი კომენტარი გააკეთა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებაზე, რომ გიორგი ვაშაძე ტრანსფერით შეძენილი ლიდერია.

„კონტაქტი მაქვს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან, ლევან ხაბეიშვილთან, იმ გუნდთან, მიხეილ სააკაშვილთან, რადგან მისი როლი ძალიან მნიშვნელოვანია. დანარჩენი – კონსულტაცია ვისთანაც გავიარეთ, გითხარით“, – განაცხადა ვაშაძემ.

ნიკა მელიას დღეები „ნაციონალურ მოძრაობაში“ სავარაუდოდ, დათვლილია. მას გიორგი ბარამიძემ სააკაშვილის პარტიიდან წასვლისკენ ტელეეთერით მოუწოდა. ნიკა მელიას ნაცვლად, ბარამიძეს ბაჩო დოლიძემ უპასუხა, რომელიც არ გამოირიცხავს, რომ მელიას გუნდმა „ნაციონალური მოძრაობა“ მართლაც დატოვოს.

Post navigation

Previous: პროკურატურამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის და ტარების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
Next: „The New York Times“: რუსი ოლიგარქების ცხოვრება ბრიტანული სანქციებით – მძღოლები, პირადი შეფ-მზარეულები და მილიონი დოლარის ოდენობის წლიური ხარჯი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.