Skip to content
01/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

კაცი არის პატიმარი და ციხეშიც კი არ არის – ირაკლი კობახიძე სააკაშვილზე

მარშალ პრესი 25/07/2023
ირაკლი კობახიძე

„კაცი არის პატიმარი, ეკუთვნის ციხეში ყოფნა და ციხეშიც კი არ არის, კიდევ ჯანმრთელობაზე რომ მიდის მინიშნებები, როდესაც საკუთარ თავს იზიანებდა ეს ადამიანი ჯერ გამოცხადებული და მერე გამოუცხადებელი შიმშილობით, ასეთ დროს, კიდევ ჩვენ რომ გვიკეთებენ მინიშნებებს ეს უბრალოდ არასწორია.

ისეთი განცხადებები უნდა გაკეთდეს, რომლებიც არ წაახალისებს თვითდაზიანებას სააკაშვილის მხრიდან“-ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილის საკითხზე ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

„წარმოუდგენელია. კაცი არის პატიმარი და ციხეშიც კი არ არის. ის არის უკიდურეს კომფორტში, კერძო კლინიკაში მთელი ამდენი ხნის განმავლობაში. თქვენ ნახეთ ვიდეო კადრებიდან როგორია მედპერსონალის დამოკიდებულება მის მიმართ და საპირისპიროდ, როგორია სააკაშვილის დამოკიდებულება მედპერსონალის მიმართ. ასეთ დროს კიდევ დამატებითი მინიშნებები რომ კეთდება უბრალოდ არასწორი და არაეთიკურიც არის ეს ყველაფერი“-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: სისხლიანი ფულების სანაცვლოდ, პროპაგანდისტული მეთოდებით ტვინებგამორეცხილ ადამიანებს ცდილობენ დაავიწყონ ღმერთი, სამშობლო, ოჯახი და ასე ააშენებინონ აბსტრაქტული სეთურის დემოკრატია
Next: კეზერაშვილს, მერაბიშვილს და ზაზა გოროზიას „ნაციონალურ მოძრაობაში“ ფულის შოვნის გარდა არაფერი უნდათ – ნიკა მელია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.