Skip to content
01/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

აგრესიული ლიბერალიზმის უმთავრეს ამოცანას ადამიანის გონების გამოფიტვა და მისი დაპროგრამება წარმოადგენს

მარშალ პრესი 25/07/2023
გია გაბრიჭიძე

ექსპერტი გია გაბრიჭიძე ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილის წერილს ეხმიანება, რომლითაც ის ქართველ ლიბერალებს მიმართავს.

სწორედ “ბიომასად” ქცეული ადამიანები ვერ შეძლებენ რაიმე ღირებულის შექმნას და მათი არსებობა მხოლოდ იმ პროდუქტის შექმნისთვის იქნება საჭირო, რაც ოლიგარქიულ ოჯახებს დააკმაყოფილებს.

“არაერთხელ დამიწერია, რომ აგრესიული ლიბერალიზმის უმთავრეს ამოცანას ადამიანის გონების გამოფიტვა და მისი დაპროგრამება წარმოადგენს.
ამ პრობლემას ყველაზე აქტიურად ჰოლივუდში ეხმაურებოდნენ და სხვადასხვა ფილმების მეშვეობით ცდილობდნენ ეჩვენებინათ ის საფრთხე, რაც ნორმალურად მოაზროვნე ადამიანებს ელოდათ. ამ პრობლემას ჩემს წიგნში “რეალითი შოუ – საქართველო” ერთი თავიც მივუძღვენი სათაურით “ჰოლივუდი გვაფრთხილებს”.

ზაზა შათირიშვილის ბოლო წერილში , რომლითაც ის ქართველ ლიბერალებს მიმართავს, საკმაოდ ზუსტად არის ჩამოყალიბებული არსებული პრობლემა – დემოკრატიის ანალოგიურად, ოლიგარქიულმა ოჯახებმა შექმნეს ადამიანის უფლებების საკუთარი მოდელიც, რომელიც მთლიანად ლგბტ პროპაგანდამდეა დაყვანილი. ამ პროპაგანდას სინამდვილეში არაფერი აქვს საერთო ადამიანის უფლებების დაცვასთან და მთლიანად ოლიგარქიული ოჯახების პოლიტიკურ მიზანს – საზოგადოების ბიომასად გადაქცევას და მოსახლეობის ათჯერ შემცირებას ემსახურება.

დიახ, სწორედ “ბიომასად” ქცეული ადამიანები ვერ შეძლებენ გამრავლებას, ვერ შეძლებენ რაიმე ღირებულის შექმნას და მათი არსებობა მხოლოდ იმ პროდუქტის შექმნისთვის იქნება საჭირო, რაც ოლიგარქიულ ოჯახებს დააკმაყოფილებს”– წერს გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: ვხედავთ, მიდის ორკესტრირებული შეტევა ჩვენს “ურჩ” ხელისუფლებასა და ქვეყანაზე. საწინააღმდეგო ხდება მორჩილ ქვეყნებთან მიმართებაში, სადაც აგენოკრატიაა
Next: დანაშაულებრივი სქემების დამალვის მიზნით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლები, აშშ-ის ელჩი და მათ მიერ კონტროლირებადი აგენტურა თანახმანი იყვნენ, რუსთაველზე დაღვრილიყო ქართველების სისხლი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.