Skip to content
01/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

„ფარას“ კანონმა სააკაშვილის ერთი საქმით რამხელა რეზონანსი გამოიწვია და ახლა წარმოიდგინეთ, საქართველოში რომ ამოქმედებულიყო, რა მოხდებოდა

მარშალ პრესი 24/07/2023
ზურაბ ქადაგიძე

„ახლა თუ ერთი პერსონის დახარჯული მილიონობით დოლარი გამომზეურდა „ფარას“ კანონით, საქართველოში რეესტრის შექმნის შემდეგ რა მასშტაბებს მიაღწევდა ლობიზმი და თანხების რაოდენობა, თუ გიფიქრიათ?“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე, სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, „ფარას“ კანონი ამერიკაში მოქმედების პირობებშიც კი ძალიან ბევრ დაფარულ საქმეს ხდის ფარდას საქართველოსთან დაკავშირებით და გაცილებით მეტი რამ გამოაშკარავდებოდა, საქართველოშიც რომ მიგვეღო.

„ფარას“ კანონმა სააკაშვილის ერთი საქმით რამხელა რეზონანსი გამოიწვია, რა დონის საერთაშორისო ლობისტური სქემა გამოააშკარავა და ახლა წარმოიდგინეთ, საქართველოში რომ ამოქმედებულიყო, ანალოგიური კანონი, რომელზეც ისტერია მოაწყვეს მარტში, რა მოხდებოდა.

ახლა თუ ერთი პერსონის დახარჯული მილიონობით დოლარი გამომზეურდა, საქართველოში რეესტრის შექმნის შემდეგ რა მასშტაბებს მიაღწევდა ლობიზმი და თანხების რაოდენობა, თუ გიფიქრიათ? ანტისახელისუფლებო კამპანიები, სახელმწიფო ენერგო-პროექტებისა, თუ სხვა აუცილებელი პროექტების გაშავება, პოლიტიკურ პროცესებში არაკანონიერი უცხოური დაფინანსებები, საპატრიარქოს წინააღმდეგ აგორებული კამპანია, ექსტრემისტი პოლიტიკური ჯგუფების ლობიზმი, რევოლუციური პროცესების ხელშეწყობა – ეს მცირე ჩამონათვალია საგარეო ლობიზმისა, რომელსაც ამხელდა „ხალხის ძალის“ ინიცირებული კანონპროექტი! ამის მერე კიდევ რჩება კითხვები, რატომ ატყდა მარტში ისტერია, რომელშიც ამერიკის ელჩიდან დაწყებული, გაგრძელებული ევრო-დეპუტატებითა და დამთავრებული სახ-დეპარტამენტით, ყველა ხელს უშლიდა საჯაროობასა და გამჭვირვალობას, სააკაშვილის ერთი „ქეისით“ ცოტა უკლია და ლამისაა, აფეთქდეს პროცესი, ისეთ სკანდალშია გახვეული ყველა აქტორი და აბა, წარმოიდგინეთ, ათასობით ასეთი საქმე რომ გამომზეურდებოდა…“ – წერს ზურაბ ქადაგიძე.

Post navigation

Previous: კონტრაქტით, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა, ქართული საზოგადოება მიხვდა, ვინ, სად და რა საქციელს სჩადიოდა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ
Next: რამდენიმე კვირის განმავლობაში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში უფრო მეტი განცხადება გაკეთდა ამ კანონის შესახებ, ვიდრე უკრაინაში ომის და ჩინეთ-ტაივანის დაძაბულობის შესახებ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.