Skip to content
22/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

ეს სერიოზული დაწინაურებაა, მარგველაშვილი აქამდე “ნაც.მოძრაობის” რიგითი წევრი იყო – ირაკლი კობახიძე

მარშალ პრესი 26/04/2022
ირაკლი კობახიძე

მარგველაშვილი აქამდე ფაქტობრივად „ნაციონალური მოძრაობის“ რიგითი წევრი იყო და როდესაც წევრობიდან ეგრევე თავმჯდომარე ხდები, ეს სერიოზული დაწინაურებაა – ეს ნახევრად ხუმრობით, ისე კი, ძალიან უხდებიან ერთმანეთს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა „რუსთავის 2“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, შესაძლოა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გახდეს.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, მარგველაშვილი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კიდევ უფრო ახლოვდება და ეს „იმ წინააღმდეგობების გაგრძელებაა, რაც პარტიის შიგნითაა“.

„ისინი [გიორგი მარგველაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“] ძალიან უხდებიან ერთმანეთს, რადგან მათი მორალური ფასეულობები აბსოლუტურ თანხვედრაშია. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ახლა ოფიციალურადაც, კიდევ უფრო ახლოვდება მარგველაშვილი „ნაციონალურ მოძრაობასთან“, გარდა ამისა, ეს არის იმ წინააღმდეგობების გაგრძელება, რაც პარტიის შიგნითაა. როგორც მოგეხსენებათ სერიოზული კონფლიქტებია. როდესაც პარტია სუსტდება, ასეთ დროს თავს იჩენს ხოლმე პარტიის შიგნით დაპირისპირებები და ეს, რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხდება, აბსოლუტურად ლოგიკურია. დიდი ხანია ვიცით, რომ სააკაშვილი ეჭვიანობს მელიაზე და სხვებზე და ბუნებრივია, სურს თავიდან მოშორება მელიასი, რომელიც დღემდე ისედაც „ნაცმოძრაობის“ მხოლოდ ფორმალური თავმჯდომარეა. რეალური ლიდერი არც მელია იქნება, არც მარგველაშვილი ან ვინმე სხვა, რეალური ლიდერი და ბელადი ამ პარტიაში კვლავ სააკაშვილი იქნება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Continue Reading

Previous: ერთი რამ “ავიწყდებათ” არესტოვიჩებსა და არახამიებს – სააკაშვილი იყო ლაჩარი მთავარსარდალი და ასეთად დარჩება ისტორიაში
Next: ომის პარტიას რომ გეძახით, ნუღარ გიკვირთ, აი თქვენი “გაღმერთებული” არესტოვიჩიც ასე ფიქრობს – ნინო ფოჩხუა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025