Skip to content
01/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

აუცილებლად უნდა გასცეს პასუხი კითხვაზე, რა აკავშირებს მას სააკაშვილის ლობისტებთან – ლევან ნიკოლეიშვილი აშშ-ის საელჩოს თანამშრომელ ევან ელიოტზე

მარშალ პრესი 24/07/2023
ლევან ნიკოლეიშვილი

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლის, ევან ელიოტის ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის გვერდზე განთავსებული დოკუმემტების მიხედვით, სწორედ ელიოტის დახმარებით ცდილობდნენ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტები სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას.

ნიკოლეიშვილი მიიჩნევს, რომ ევან ელიოტმა აუცილებლად უნდა გასცეს პასუხი კითხვაზე, თუ რა აკავშირებს მას მიხეილ სააკაშვილის ლობისტებთან და რატომ გაბედა მისი შეწყალების თაობაზე კომუნიკაცია პრეზიდენტ ზურაბიშვილთან.

“ეს კაცი არის ევან ელიოტი – ამერიკის საელჩოს თანამშრომელი, რომელიც ძალიან დიდ სკანდალშია გახვეული. ფარაზე ატვირთული დოკუმენტების მიხედვით, სწორედ ამ ადამიანის გავლით ცდილობდნენ კრიმინალი სააკაშვილის ლობისტები სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას. მე ვფიქრობ, რომ ამ “პატიოსანმა კაცმა” აუცილებლად უნდა გასცეს პასუხი კითხვაზე, რა აკავშირებს მას სააკაშვილის ლობისტებთან და რატომ გაბედა, დამნაშავის შეწყალებაზე კომუნიკაცია ერთი მხრივ ლობისტებთან, მეორე მხრივ პრეზიდენტთან. თუ ამ კითხვებზე პასუხს არ გასცემს, აუცილებლად უნდა გავაცემინოთ.” – წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

Post navigation

Previous: 2024 წელს არჩევნებია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ აშშ-ში და ევროპარლამენტში, მსოფლიოს კონსერვატორების ძალისხმევით, მმართველობაში უნდა მოვიდნენ ჩვენი მოკავშირეები
Next: ყველაფერთან ერთად, თავხედი ფრაერია მიშა მშვილდაძე – თამარ ჩერგოლეიშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.