Skip to content
01/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თუ ვინმე მისტირის „ჩამორჩენილ“ საქართველოს მასზე „წინ მყოფ“ უკრაინასთან შედარებით, მოახდინეთ ამ ისტორიული ოდესის კადრების პროეცირება რუსთაველის გამზირზე

მარშალ პრესი 24/07/2023
დავით ქართველიშვილი

„ვისაც ისტორიული ოდესა გახსოვთ, დამეთანხმებით, თუ რა საოცრად წააგავს ის ძველ თბილისს, სოლოლაკს, კალოუბანს. დღეს ის ოდესა უკვე აღარ არის…“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა, სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, NATO-სთან დაახლოება უკრაინას ძალიან ძვირად უჯდება.

„კიდევ ერთი ნაბიჯით წინ NATO-ში გაწევრიანების გზაზე…

კიდევ ერთი ნაბიჯით წინ, საქართველოსთან შედარებით…

რუსეთის სამხედრო მანქანა რომ დაუნდობელია, ამიტომ აქვს არჩეული საქართველოს ყველაზე გონიერი პოზიცია…

თუ ვინმე მისტირის „ჩამორჩენილ“ საქართველოს მასზე „წინ მყოფ“ უკრაინასთან შედარებით, მოახდინეთ ამ ისტორიული ოდესის კადრების პროეცირება რუსთაველის გამზირზე…

ბრიტანელმა და ამერიკელმა ინსტრუქტორებმა გირჩიათ, იერიში მიგეტანათ ყირიმის ხიდზე ოდესის აკვატორიიდან? უფლება როგორ არა გაქვთ! ომი ომია! შედეგი რა იყო? – ხიდის ერთი ფრთა დააზიანეთ და ვიღაც უბედური ცოლ-ქმარი მოკალით ამით. მერე? NATO-ს მიუახლოვდით???

ვისაც ისტორიული ოდესა გახსოვთ, დამეთანხმებით, თუ რა საოცრად წააგავს ის ძველ თბილისს, სოლოლაკს, კალოუბანს. დღეს ის ოდესა უკვე აღარ არის…

ახლა კი წარმოიდგინეთ თქვენი საყვარელი უბანი იმ შემთხვევაში, მოწოდებისამებრ რუსი ოკუპანტის მიმართულებით ცხინვალისა თუ სოხუმისკენ ერთი ტყვია მაინც რომ გავარდნილიყო ყირიმის ხიდის „ფხაჭნის“ მსგავსი რაიმე სამხედრო სარგებლის გარეშე, უბრალოდ ინსტრუქტორების დავალების თანახმად…“ – წერს დავით ქართველიშვილი.

იხილეთ ვიდეო აქ

Post navigation

Previous: გარდა იმისა, რომ ევროპარლამენტარები გლობალური ომის პარტიის ხელში პატარა პაიკები არიან და მისგან გარკვეულ დავალებებს იღებენ, გაირკვა, რომ ამას ფულის გამოც აკეთებენ
Next: 2024 წელს არჩევნებია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ აშშ-ში და ევროპარლამენტში, მსოფლიოს კონსერვატორების ძალისხმევით, მმართველობაში უნდა მოვიდნენ ჩვენი მოკავშირეები

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.