Skip to content
01/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ამით აიხსნება, რომ ამდენი მილიონი იხარჯება ლობისტურ საქმიანობაში – მიხეილ სარჯველაძე სააკაშვილზე

მარშალ პრესი 22/07/2023
მიხეილ სარჯველაძე

მიხეილ სარჯველაძე

იმდენად დიდი პოლიტიკური ამოცანაა დღის წესრიგში, რომ სასჯელი აარიდონ სააკაშვილს რამენაირად, იმდენად ედიადებათ ეს ამოცანა, რომ პრაქტიკულად არ დატოვებენ გამოუყენებელ შესაძლებლობას. ამით აიხსნება, რომ ამდენი მილიონი იხარჯება ლობისტურ საქმიანობაში და მეორეს მხრივ, სადაც შეიძლება ეს პოზიცია გატარებადი აღმოჩნდეს, ყველგან ეცდებიან, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ახალ დოკუმენტებზე საუბრისას განაცხადა.

სარჯველაძის თქმით, ის, რომ მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად დაქირავებული ლობისტური კომპანიის აქტივობებს შორის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა უნდა შემდგარიყო, რაზეც ზურაბიშვილმა უარი განაცხადა, მიზნის მისაღწევად ყველა შესაძლებლობის გამოყენებაზე მიუთითებს.

მისი განმარტებით, დღითიდღე მცირდება იმ სუბიექტების წრე, სადაც შესაძლებელი იქნება მსჯავრდებული ექსპრეზიდენტისთვის სასჯელის თავიდან არიდებაზე მსჯელობა. სარჯველაძემ აღნიშნა ისიც, რომ სალომე ზურაბიშვილის პოზიცია სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ შეცვლილა.

„იქნება ეს ამერიკელი კონგრესმენი, საქართველოს პრეზიდენტი თუ ნებისმიერი სხვა – შესაძლებლობა იქნება გამოყენებული. უბრალოდ, დღითიდღე მცირდება იმ სუბიექტების წრე, ვისთან მიმართებაშიც შეიძლება ეს გამოსვლადი იყოს და წრე რომ ვიწროვდება, არჩევანიც არც თუ ისე დიდი რჩებათ, მათ შორის, სტრასბურგზე იქნებოდა და რა თქმა უნდა, ეს გამოირციხებოდა. მე ვფიქრობ, შეუმცირდათ შანსები იგივე ევროპარლამენტთან მიმართებაშიც, იმიტომ, რომ ერთხელ გასული ეს „ფანდი“ სამწუხაროდ რეპუტაციულად თვითონ ევროპარლამენტისთვის აღმოჩნდა დამაზიანებელი, ვინაიდან, რეზოლუციაში მოხვდა ისეთი რაღაცები, რაც ბუნებრივია, მალევე გამოაშკარავდა, რომ იყო მცდარ შეხედულებებზე დაფუძნებული.

რაც შეეხება პრეზიდენტის პოზიციას, კი, ეცდებიან დარწმუნებას, თუმცა, მე ობიექტურად ვიტყვი, რომ არაფერი შეცვლილა, რასაც შეუძლია გავლენა მოახდინოს პრეზიდენტის მიერ დაკავებულ ერთმნიშვნელოვნად კატეგორიულ პოზიციაზე, რომელიც ეხებოდა სააკაშვილის გათავისუფლებას.“ – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

Post navigation

Previous: უკეთურობაა, როცა შენს ქვეყანას ებრძვი, აფერხებ ევროპული ინტეგრაციის გზაზე, მტრის ხატს ქმნი ქვეყნის ფარგლებს გარეთ შენი სამშობლოსგან, ამ მიზნით ჩააგდეს კანონი, რომ სახელმწიფოს უფრო ღრმად არ ჩაეხედა ამ საქმეებში
Next: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გია ბაღაშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.