Skip to content
01/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გინდ “შრილანკეთუმე” დაგვიძახეთ და გინდ “სახალინოფილები”. არახამიას ელოდება “რიბენტროპისეული” დასასრული – გინდ ევროინტეგრაციის გზაზე და გინდ სადმე “პადზაბორამ”

მარშალ პრესი 22/07/2023
დავი ქართველიშვილი

“ერთადერთი, ვინც ევროინტეგრაციის გზაზე უკრაინის “წინსვლას” ნატრულობს – სააკაშვილის ოჯახთან დაახლოვებული გარემოცვაა, რომელთა გარეშე ხდება იმ მილიარდების “ხერხვაში” მონაწილეობა, რაზეც აშენდნენ ზელენსკის ბანდის წევრები. აშენდნენ ქვეყნის გაყიდვაზე, ასობით ათასობით მსხვერპლზე, ოც მილიონამდე ლტოლვილსა და იძულებით გადაადგილებულ პირზე”, – ასე ეხმაურება “ხალხის ძალის” წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი დავით არახამიას განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს “ქართული ოცნების” ხელისუფლება უშლის ხელს.

ქართველიშვილის თქმით, მშვიდობიანი ძეგვი და დედოფლისწყარო ურჩევნია ევროინტეგრაციის გზაზე მდგარ ბახმუტს. “ერთადერთი, ვინც ევროინტეგრაციის გზაზე უკრაინის “წინსვლას” ნატრულობს – სააკაშვილის ოჯახთან დაახლოვებული გარემოცვაა, რომელთა გარეშე ხდება იმ მილიარდების “ხერხვაში” მონაწილეობა, რაზეც აშენდნენ ზელენსკის ბანდის წევრები. აშენდნენ ქვეყნის გაყიდვაზე, ასობით ათასობით მსხვერპლზე, ოც მილიონამდე ლტოლვილსა და იძულებით გადაადგილებულ პირზე.

დღეს მშვიდობიანი ძეგვი და დედოფლისწყარო ურჩევნია ნორმალურ ქართველს, ევროინტეგრაციის გზაზე მყოფ ბახმუტსა და მარიუპოლს. სულ რომ “ვიეტნამის ოცნება” დაუძახოს მშვიდობის შემნარჩუნებელ ხელისუფლებას უკრაინელების სისხლის მსმელმა არახამიამ, ქართველების ბედზე ნატრულობენ დღეს ევროინტეგრირებული უკრაინის ჯერ კიდევ ცოცხალი მოქალაქეები.

დღეს ადგილობრივი “არახამისტები”, მამაკაცების ერთმანეთში დაფეხმძიმების ექსპერიმენტებს რომ აწვებიან – საქართველოს დემოგრაფიულ მდგომარეობას უწუნებენ, მათ შორის იმ ქვეყნიდან, რომელშიც დევნილობიდან სულ მინიმუმ 5 მილიონი აღარასდროს დაბრუნდება სამშობლოში, ხოლო ნახევარ მილიონამდე რეპროდუქციული ასაკის მამაკაცი – ვეღარასდროს აღდგება მკვდრეთით. და აწი, გინდ “შრილანკეთუმე” დაგვიძახეთ და გინდ “სახალინოფილები”. არახამიას ელოდება “რიბენტროპისეული” დასასრული – გინდ ევროინტეგრაციის გზაზე და გინდ სადმე “პადზაბორამ”. ამის დროის უკუსვლის მრიცხველი უკვე ჩართულია.” – წერს ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: ორი სრულიად ხელმოცარული პოლიტიკოსის ხელმოცარული მცდელობაა, რომ მათი ჭკუით რაღაც ღირებული შექმნან არჩევნებზე, რომელიც სრული ფიასკოთია განწირული
Next: სააკაშვილის ლობიზმი ხომ დანაშაულია ქართველი ხალხის წინაშე, მაგრამ კიდევ უფრო დიდი დანაშაულია მონაწილეობა მიიღო იმ ლობიზმში, რომელიც საქართველოს დასანქცირებას ითხოვს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.