Skip to content
16/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

ძალიან ლოგიკურად ებმის ბაკურიანის მოღალატეობრივ შეკრებას ჩანაწერი და შემდეგ არახამიას განცხადება – ირაკლი კობახიძე

მარშალ პრესი 26/04/2022
ირაკლი კობახიძე

ძალიან ლოგიკურად ებმის ბაკურიანის მოღალატეობრივ შეკრებას ეს ჩანაწერი და შემდეგ არახამიას განცხადება. არახამია არის ნაცმოძრაობის გარე სპიკერი კიევიდან, რომელიც რამდენიმე საათში აკეთებს ხოლმე განცხადებებს ნებისმიერ ფეიკთან დაკავშირებით – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან ოპოზიციური მედიით გავრცელებული ჩანაწერების კომენტირებისას.

მისი თქმით, ამ ფეიკების შემქმნელიც და გამავრცელებელიც არის ერთი და იგივე პოლიტიკური ძალა – ნაცმოძრაობა, რომელსაც დღეს კიევში არახამია წარმოადგენს

„მე მგონია, რომ ეს ყველაფერი, ე.წ. ჩანაწერი , მერე არახამიას განცხადება არის ლოგიკური გაგრძელება იმ შეხვედრისა, რომელიც შედგა ბაკურიანში. ბაკურიანში შედგა რევოლუციური, შულავერის კომიტეტის მოღალატეობრივი შეკრება, სადაც მათივე აღიარებით, განიხილეს ხელისუფლების გადატრიალების გეგმები. მათ თავადაც იციან, რომ არავითარი ემოციური ფონის შეცვლის რესურსი არ აქვთ და ხავსს ეჭიდებიან. ამ შემთხვევაში ეს ჩანაწერიც იყო მათთვის ერთგვარი ხავსი. რაღაცნაირად ამ შეკრების გაგრძელება უნდათ ამ ჩანაწერით და მერე არახამიას განცხადებით. მე იმასაც არ გამოვრიცხავდი, რომ ეს ფარული ჩანაწერები იგივე აკერმანის ჩამოტანილი იყოს მაგალითად და პირდაპირ უკავშირდებოდეს ეს ყველაფერი ბაკურიანის შეკრებას. ეს არის ჩემი პოლიტიკური ვარაუდი, თუმცა, ძალიან ლოგიკურად ებმის ბაკურიანის მოღალატეობრივ შეკრებას ეს ჩანაწერი და შემდეგ არახამია განცხადება. არახამია არის ნაცმოძრაობის გარე სპიკერი კიევიდან, რომელიც რამდენიმე საათში აკეთებს ხოლმე განცხადებებს ნებისმიერ ფეიკთან დაკავშირებით. ერთხელ რომ გააკეთებ ასეთ ფეიკზე განცხადებას და ფეხი წაგიცდება, ბუნებრივია მეორე ჯერზე უფრო ფრთხილად ხარ, ასეთ შემთხვევაში ნული სიფრთხილე არახამიას მხრიდან. ამას აქვს მარტივი მიზეზი, ამ ფეიკების შემქმნელიც და შემდეგ გამავრცელებელიც არის ერთი და იგივე პოლიტიკური ძალა – ნაცმოძრაობა, რომელსაც წარმოადგენს არახამია დღეს კიევში“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Continue Reading

Previous: უკრაინას საქართველოს მხრიდან რეალური მხარდაჭერა სჭირდება და არა სისხლი, რის დაღვრაც სწორედ მეხუთე კოლონის მოღალატეებს სურთ
Next: ერთი რამ “ავიწყდებათ” არესტოვიჩებსა და არახამიებს – სააკაშვილი იყო ლაჩარი მთავარსარდალი და ასეთად დარჩება ისტორიაში

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025