Skip to content
01/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ მშვიდობიანი და სწორი პოლიტიკის დამსახურებით ქვეყანა ეკონომიკური განვითარების შესაბამის საფეხურებზე ადის, რაც დასტურდება სავალუტო ფონდის შეფასებებითაც

მარშალ პრესი 22/07/2023
მათიკაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის საქართველოში ვირტუალური ვიზიტის შემდეგ გაკეთებულ შეფასებას გამოეხმაურა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს ეკონომიკა სწრაფ ზრდას განაგრძობს.

მათიკაშვილის განმარტებით, ქვეყანა „ქართული ოცნების“ მშვიდობიანი, თანმიმდევრული და სწორი პოლიტიკის დამსახურებით ეკონომიკური განვითარების შესაბამის საფეხურებზე ადის.

„არ არის დასამალი და საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ქვეყანა „ქართული ოცნების“ მშვიდობიანი, თანმიმდევრული და სწორი პოლიტიკის დამსახურებით ეკონომიკური განვითარების შესაბამის საფეხურებზე ადის. ეს ყველაფერი დასტურდება სავალუტო ფონდის შეფასებებითაც და ჩვენ სწორედ ამ გზით – მშვიდობიანი, ჩვენს ხალხზე ორიენტირებული ეკონომიკური და სხვა პოლიტიკის გზით სიარულით ვაპირებთ მივაღწიოთ იმ ძალიან მაღალ შედეგებს, რომელიც ერთი მხრივ ჩვენი ქვეყნის ევროპული განვითარების გზაზე დაგვეხმარება და მეორე მხრივ, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი საზოგადოებისთვის, რადგანაც თითოეული ოჯახის კეთილდღეობაზე აისახება ის მიღწევები და პროგრესი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ განიცადა“- განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

Post navigation

Previous: როგორც ჩანს, ყოფილი ნაციონალი არ არსებობს – მიხეილ სარჯველაძე
Next: იმდენად ღრმა პოლარიზაციაა “ნაციონალურ მოძრაობაში”, რომ ცალკეული დაჯგუფებების მთავარი ამოცანაა საკუთარი პოზიციები განამტკიცონ პარტიის შიგნით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.