Skip to content
01/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

კელი დეგნანის განცხადება, რომ არ უნახავს FARA-ზე გამოქვეყნებული დოკუმენტი, არის უსუსურობის გამოვლინება

მარშალ პრესი 22/07/2023
ანდრია გვიდიანი1

ექსპერტი ანდრია გვიდიანი, აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას აფასებს, სადაც მან აღნიშნა, რომ ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაცია არ უნახავს.

როგორც გვიდიანი სოციალურ ქსელში წერს, ელჩის ეს განცხადება უსუსურობის გამოვლინებაა და იმაზე მიუთითებს, რომ მან გამოქვეყნებული დოკუმენტების საპასუხოდ ვერც ერთი არგუმენტი ვერ მოიფიქრა.

ექსპერტის თქმით, კელი დეგნანი საქართველოს საშინაო საქმეებში ჩასარევად დროის მოძებნას ყოველთვის ახერხებს, შესაბამისად, გაუგებარია, რატომ ვერ მოიცალა მან ისეთი მნიშვნელოვანი საკითხის გასაცნობად, როგორიც FARA-ზე გამოქვეყნებული დოკუმენტებია.

„კელი დეგნანის განცხადება, რომ მას არ უნახავს Fara-ზე გამოქვეყნებული დოკუმენტი, არის უსუსურობის გამოვლინება. ეს მიუთითებს იმაზე, რომ კელი დეგნანი კუთხეშია მიმწყვდეული და ვერცერთი არგუმენტი ვერ მოიფიქრა, გარდა იმისა, რომ უბრალოდ არ წაუკითხავს. დამწყები პოლიტიკოსიც კი არ იკადრებდა ამ სამარცხვინო არგუმენტით თავის გამართლებას.
სინამდვილეში, რა თქმა უნდა, არანაირ მოუცლელობასთან და დროის დეფიციტთან არ გვაქვს საქმე. ის გადასარევად ახერხებს დროის მოძებნას, ყველა საშინაო საქმეში ცხვირის ჩასაყოფად. და ამ დროს გვეუბნება, რომ ვერ მოახერხა რამოდენიმე გვერდიანი მნიშვნელოვანი დოკუმენტის გაცნობა, რომელიც გამოქვეყნების შემდეგ არ კარგავს აქტუალობას?! ეს სერიოზულად უნდა მივიღოთ? სამარცხვინო კომიკური ხდება უკვე ამ ყველაფრის მოსმენა.“ – წერს ანდრია გვიდიანი Facebook-ზე.

Post navigation

Previous: გაუგონარი მოვლენაა კრიმინალის გათავისუფლებისთვის იღვწოდეს ლობისტი, ამყარებდეს კონტაქტებს აშშ-ში გარკვეული გავლენის პოლიტიკოსებთან და ეს პოლიტიკოსები გამოიყენოს კრიმინალის გასათავისუფლებლად
Next: ეროვნული ბანკის და მთავრობის საქმიანმა, პარტნიორულმა დამოკიდებულებამ მოიტანა ეს შედეგი, რაც ახლა გვაქვს და ეს შეაფასეს სავალუტო ფონდში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.