Skip to content
01/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ვფიქრობ, სწორედ პოლონური მხარე იყო დაინტერესებული მიხეილ სააკაშვილის ბიოლოგიური მასალის გამოტანით

მარშალ პრესი 21/07/2023
ზურაბ ქადაგიძე

„იმის ნაცვლად, რომ პოლონურ მხარეს ბოდიში მოეხადა და ასეთი ექიმისთვის ლიცენზია შეეწყვიტა, კრიტიკა მივიღეთ, შესაბამისად, ვფიქრობ, რომ სწორედ პოლონური მხარე იყო დაინტერესებული მიხეილ სააკაშვილის ბიოლოგიური მასალის გამოტანით“, – ამის შესახებ გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ „ხალხის ძალის“ წევრმა, ანალიტიკოსმა ზურაბ ქადაგიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ანალიზის საფუძველზე შესაძლებელია ითქვას, რომ პოლონეთი სააკაშვილთან დაკავშირებით გარკვეულ როლს ასრულებს.

„პოლონელი ექიმების ჩხრეკის ჩანაწერის გასაჯაროება კარგი თანამშრომლობა არ არისო, პოლონეთის საგარეო უწყებამ და პალატიდან ბიოლოგიური მასალის ფეხსაცმლით, უკანონოდ გამოტანა თურმე კარგი თანამშრომლობა ყოფილა. არ დაგვავიწყდეს, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლონეთის პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის მეგობარი იყო და დღეს თუ პოლონეთში პოლიტიკურ ისტებლიშმენტზე ვსაუბრობთ, შეიძლება ითქვას, რომ არაფორმალურად, მაგრამ ძალიან ძლიერად წარმოდგენილი არის კაჩინსკის ძმა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის საკითხი შიდა, პოლონური პოლიტიკისთვის სჭირდება, რადგან პოლონურმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცოდა მიხეილ სააკაშვილისა და გარდაცვლილი კაჩინსკის ურთიერთობა. ამიტომ არის პოლონეთი ამ საქმით ასე განსაკუთრებულად დაინტერესებული.

ასევე, არ დაგავიწყდეს, რომ როდესაც მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს და ქვეყნიდან გააძევეს, მას სწორედ პოლონეთიდან გაუხსნეს საზღვრები დასაბრუნებლად. ანუ, ანალიზის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ პოლონეთი ამ ყველაფერში ასრულებს გარკვეულ როლს. სწორედ ამიტომ იყვნენ პოლონელი ექიმები ჩამოსულები და არა შვეიცარიელები ან – იტალიელები. პოლონელ ექიმს რომ გამოეტანა ეს ბიოლოგიური მასალა, რაც, რა თქმა უნდა, გაყალბებისთვის სჭირდებოდათ, ამას უკვე პოლონური მხარე გამოიყენებდა. ამის თქმის საფუძველს მათი საგარეო უწყების განცხადება მაძლევს. იმის ნაცვლად, რომ ბოდიში მოეხადათ და ასეთი ექიმისთვის ლიცენზია შეეწყვიტათ, რაც ადეკვატური პასუხი იქნებოდა, მივიღეთ პირიქით – კრიტიკა. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ სწორედ პოლონური მხარე იყო დაინტერესებული მიხეილ სააკაშვილის ბიოლოგიური მასალის გამოტანით. შემდეგ, ალბათ, რამე ვორკშოფს მოაწყობდნენ და გამოფენდნენ მასალებს, თუ როგორ „წამლავენ“ მიხეილ სააკაშვილს.“, – განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

Post navigation

Previous: ყველანაირ ჟურნალისტურ და ადამიანურ სტანდარტებს გაცდა ნიკოლოზ მჟავანაძის ქმედება – ზაალ მიქელაძე
Next: „FARA“-ს ანგარიშში გამოიკვეთა ორი ძირითადი ხაზი: ერთი ეფრეიტორ სააკაშვილის დახსნის ოპერაცია და მეორე საქართველოს სახელმწიფოებრივი იმიჯის, როგორც სუვერენული ქვეყნისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.