Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილს აქვს გაბედული, გულწრფელი პოზიცია ყველა პროცესთან მიმართებაში და მას შეუძლია საკითხებზე ღიად ისაუბროს. პირველ რიგში იმისთვის, რომ არ მოატყუოს საკუთარი მოქალაქეები

მარშალ პრესი 21/07/2023
ირაკლი ჩიქოვანი

ირაკლი ღარიბაშვილს აქვს გაბედული, გულწრფელი, გულღია პოზიცია ყველა პროცესთან მიმართებაში და მას შეუძლია საკითხებზე ღიად ისაუბროს და პირველ რიგში იმისთვის, რომ არ მოატყუოს საკუთარი მოქალაქეები, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, შესაძლოა, პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული შეფასებები ზედმეტად თამამად მიიჩნიონ, თუმცა შემდგომ მის მსგავს პოზიციებს სხვებიც აფიქსირებენ. კერძოდ, მან დაასახელა ნატოს ხელმძღვანელობა და ამ თვალსაზრისით, ჩიქოვანმა ნატოს ვილნიუსის სამიტის მიერ მიღებულ შედეგებზეც ისაუბრა.

„როდესაც საუბარია პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე ომის შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებით – ძალიან გულწრფელი და გულღია პოზიციაა, რომელიც აფასებს რეალურ საფრთხეებსა და იმ სცენარებს, რაც შესაძლებელია, რომ განვითარდეს რეგიონში. ჩვენ უნდა ვიყოთ გულწრფელები პირველ რიგში, ჩვენი საზოგადოების წინაშე. მათ უნდა ვუთხრათ, რა საფრთხეები გვაქვს, რადგან ეს არ არის მოგონილი და ამორფული. ეს არის რეალური საფრთხე, რადგან ჩვენ სამჯერ გვქონდა დაპირისპირება რუსეთის ფედერაციასთან და საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი ის სიმძიმე, რაც ომს მოჰყვება“, – აღნიშნა ჩიქოვანმა.

Post navigation

Previous: ირაკლი ღარიბაშვილმა ყველას დაანახა, რომ შეუძლია ქვეყანა მშვიდობით ატაროს 21-ე საუკუნის ყველაზე დიდი გამოწვევის პირობებში
Next: თუ არა დიდი შეთქმულება, სხვა ახსნა ვერ მოეძებნება, იმას რაც გამოაშკარავდა, რომ რიგითი ლობისტური კომპანიის მიერ მომზადებული აბსურდული ტექსტი, შესაძლოა იქცეს ევროპარლამენტის რეზოლუციად, რომელსაც წაკითხვის გარეშეც კი ასეულობით დეპუტატი მისცემს ხმას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.