IMG.GE IMG.GE

„პუტინმა მინსკში, ბნელ ოთახში გამიყვანა, მუხლში ფრჩხილები ჩამასო და ომით დამემუქრა“, – საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა ამის შესახებ დიმიტრი გორდონთან ინტერვიუში განაცხადა, რომლის ტრანსლაციაც „იუთუბზე“ დღეს არის დაგეგმილი.

gordonua.com-ზე აღნიშნულია, რომ სააკაშვილმა ისაუბრა სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის, მის ხუთსაათიან საუბარზე რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან.

„დსთ-ს სამიტზე მინსკში, 2016 წელს პუტინმა ცალკე, ბნელ ოთახში გამიყვანა, მუხლში ფრჩხილები ჩამასო – ერთმანეთს თვალებში ვუყურებდით – და ომით დამემუქრა. როგორც შემდეგში ვნახეთ, ის არ ხუმრობდა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება