Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრი: „პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ვერ ვიხილეთ ვერცერთი სიტყვა, რომელიც იქნებოდა ბოდიშის ან, მინიმუმ, წუხილის გამომხატველი“

მარშალ პრესი 20/07/2023
რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „იმედი LIVE“-ს ეთერში პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ ერთი სიტყვაც კი არ არის მასში ბოდიშის ან, მინიმუმ, წუხილის გამომხატველი.

„სიმართლე გითხრათ, ჩვენ ველოდით უფრო მეტს და, რბილად რომ ვთქვათ, ამ განცხადების შინაარსს არ ვეთანხმებით, რადგან მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, დაეფიქსირებინათ საკუთარი პოზიცია პოლონელი ექიმის სრულიად გაუგებარი ქცევის გამო, მაგრამ ჩვენ ამ განცხადებაში ვერ ვიხილეთ ვერცერთი სიტყვა, რომელიც იქნებოდა ბოდიშის ან, მინიმუმ, წუხილის გამოხატვის შემცველი. ეს იყო უკმაყოფილების გამომხატველი სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიმართ, რომელმაც გაასაჯაროვა კადრები, და აქ საუბარია იმ კადრებზე, სადაც ჩანს მხოლოდ და მხოლოდ არალეგალურად მოპოვებული ნიმუშის და შემდგომ მისი ფეხსაცმლით გადატანის მცდელობის ამსახველი ფაქტი“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

იუსტიციის მინისტრმა პოლონელ ექიმებთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი სრულიად არაეთიკური ქცევის გამო მათთან თანამშრომლობა აღარ გაგრძელდება, თუმცა, პატიმარ სააკაშვილის ოჯახს  მათთვის სასურველი ნებისმიერი უცხოელი ექიმების ჩამოყვანის შესაძლებლობა კვლავ მიეცემა.

Post navigation

Previous: რატი ბრეგაძე: ,,როდესაც აკეთებს განცხადებებს ფსევდოქართველი პატრიოტი ვინმე არახამია, კეთილი ინებოს და ქართულ ენაზე მიმართოს ქართველ საზოგადოებას. ასევე, მას ვურჩევდი, რომ, პირველ რიგში, იზრუნოს იმ ქვეყნის მოქალაქეებზე, რომლის მოქალაქეც არის ამჟამად თვითონ და რომლებიც იმყოფებიან უსამართლო ომში, ხოლო უკრაინელ ხალხს, რა თქმა უნდა, ვუსურვებ ქვეყნის გამთლიანებას და მშვიდობას“
Next: უკრაინა და დასავლეთი დამანგრეველი მარცხის წინაშე დგანან – გამოცემა “ტელეგრაფი”

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.