Skip to content
15/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ მტრობა, რაც მათ მიერ არის დაგეგმილი და ალბათ შესრულებასაც ვიხილავთ ცოტა ხანში, შედეგს არ მოიტანს

მარშალ პრესი 20/07/2023
ეკა სეფაშვილი

„ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაერთიანებისა და გამოყოფის ეს დაუსრულებელი არაფერია გარდა იმისა, რომ ცალკეულ პიროვნებებს შორის მიმდინარეობს კინკლაობა და შეჯიბრი, ვინ იქნება პირველი პირი ამა თუ იმ პარტიისა”, – ასე გამოეხმაურა “ხალხის ძალის” წევრი ეკა სეფაშვილი ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებს.

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია იკრიბება იმისათვის, რომ ახალი დავალდებები მიიღოს მომავალ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით, მაგრამ მათ მიერ საქართველოს წინააღმდეგ დაგეგმილი ნაბიჯები შედეგს ვერ გამოიტანს.

“ეს არის უბრალოდ მათი შეკრება იმისათვის, რომ მიიღონ ახალი დავალებები და ახალი ინსტრუქციები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იმოქმედონ, ალბათ, სექტემბრიდან. ჩვენ ამას დავინახავთ მომავალში, მათ დესტრუქციულ ქმედებებს, მათ გაერთიანებულ ნარატივს, თუმცა დარწმუნებით ერთი რამ შემიძლია განვაცხადო – საქართველოს და საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ მტრობა, რაც მათ მიერ არის დაგეგმილი და ალბათ შესრულებასაც ვიხილავთ ცოტა ხანში, შედეგს არ მოიტანს.

„ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაერთიანებისა და გამოყოფის ეს დაუსრულებელი არაფერია გარდა იმისა, რომ ცალკეულ პიროვნებებს შორის მიმდინარეობს კინკლაობა და შეჯიბრი, ვინ იქნება პირველი პირი ამა თუ იმ პარტიისა. ხან ისევ ერთად არიან, ხან ცალ-ცალკე არიან ვითომ, თუმცა რეალურად ეს არის ერთი და იგივე მოძრაობა, ერთი და იმავე პარტიის ანასხლეტები, რადგან ჩვენ ამ განვლილი პერიოდის განმავლობაში არაერთხელ დავრწმუნდით, როდესაც საკითხის გარშემო ისინი ყოველთვის ერთსა და იმავე ნარატივსა და პოზიციას აჟღერებენ.“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

Post navigation

Previous: თურმე არახამიას გადასაწყვეტი ყოფილა ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია
Next: ერთადერთი, რასაც უკრაინა ვერ “გვპატიობს” არის ის, რომ საქართველომ არ გახსნა მეორე ფრონტი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.