Skip to content
17/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მარია არენა რიგით მეოთხე ევროპარლამენტარია, რომელთან დაკავშირებითაც პოლიციამ საგამოძიებო ქმედებები ჩაატარა. გამოძიება გრძელდება და ფართოვდება ეჭვმიტანილთა წრე

მარშალ პრესი 20/07/2023
გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე გამოცემა POLITICO-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმად, ბელგიის პოლიციამ „კატარგეითის“ საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ევროპარლამენტარ მარია არენას სახლში ჩხრეკა ჩაატარა. ანალიტიკოსის თქმით, ევა კაილის, მარკ ტარაბელას და ანდრეა კოცოლინოს შემდეგ მარია არენა რიგით მეოთხე ევროპარლამენტარია, რომელთან დაკავშირებითაც პოლიციამ საგამოძიებო ქმედებები ჩაატარა.

„ამას წინათ, ნაცსექტის ერთ-ერთმა ლობისტმა, უნამუსო ევროპარლამენტარმა ლიეტუვიდან პეტრას აუსტრევიჩუსმა “ქართული ოცნების” ხელისუფლებას “კოლექტიური ბანდა” უწოდა, რითაც უდიდესი შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს ამომრჩევლებს. თუმცა, რეალური ბანდა ევროპარლამენტშია და ამას ეტაპობრივად იძიებენ ბელგიის სამართალდამცველნი. ევროპის საკანონმდებლო ორგანოში აღმოჩენილია კორუფციის უპრეცედენტო კერა. 19 ივლისს, ბელგიის პოლიციამ Qatargate-ის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ევროპარლამენტარ მარია არენას სახლში ჩხრეკა ჩაატარა.

კორუფციულ სკანდალში მარია არენას რამდენიმე თანაპარტიელი ფიგურირებდა, თუმცა უშუალოდ მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ და არც კი დაუკითხავთ. ევა კაილის, მარკ ტარაბელას და ანდრეა კოცოლინოს შემდეგ მარია არენა რიგით მეოთხე ევროპარლამენტარია, რომელთან დაკავშირებითაც პოლიციამ საგამოძიებო ქმედებები ჩაატარა. ბრიუსელში, მის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლაც ესწრებოდა. გამოძიება გრძელდება და ფართოვდება ეჭვმიტანილთა წრე…“-წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: კიდევ ერთხელ ძალიან ნათლად გამოჩნდა, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის მოწესრიგებას ჩვენ ქვეყანაში. ამიტომაც ატყდა ასეთი დიდი პანიკა საქართველოში, როდესაც ჩვენ შევეცადეთ გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებას
Next: ხოშტარია, უგულავა და გაბაშვილი აეროპორტში გამოიჭირეს, როდესაც კეზერაშვილთან მიფრინავდნენ (ვიდეო)

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.