ზელენსკი-არახამია-ადეიშვილის უკრაინულ ხელისუფლებას აზერბაიჯანისაც ესმის, ევროპისა და ამერიკის სიფრთხილისაც

970X90

ჩვენ წლებია ვუძლებთ 2008 წლიდან დაწყებულ ომს, მაგრამ ზელენსკი-არახამია-ადეიშვილის უკრაინულ ხელისუფლებას აზერბაიჯანისაც ესმის, ევროპისა და ამერიკის სიფრთხილისაც, რომ რუსეთს მათ ქვეყნებზე თავდასხმის საბაბი არ მისცეს, მაგრამ მაინც ყველასი მადლობელია, აი, საქართველოდან კი ელჩსაც გაიწვევს, თავშიც წამოგვარტყამს და დასავლეთსაც ღიად მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლების შესაცვლელად ზომების მიღებისკენ – წერს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე. მისი თქმით, დღეს საქართველოს ხელისუფლებას უწევს ბეწვის ხიდზე გავლა, რათა თავიდან აირიდოს მეორე ფრონტიც, აქაური და იქაური ნაცების და განაცებული პოლიტიკოსების მიერ ორგანიზებული „პრორუსულობის“ იარლიყის მიწებებაც, ასევე უკრაინას და მთელ მსოფლიოს დაუმტკიცოს სოლიდარობა. აქვე ნანა კაკაბაძე ოპოზიციური მედიით გავრცელებულ ჩანაწერაც ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ნაცებისთვის და აქაური და იქაური ნაც-პოლიტიკანებისთვის ყველაფერი ნათელია – ბიძინა რუსი ოლიგარქი და საქართველოს მტერია, ის ქვეყანას ბნელ მხარეს (რუსეთისკენ) მიაქანებს, „პუტინის ტყვეს“ არ ათავისუფლებს და ყველა ქართველი პატრიოტის ვალია მის მოსაშორებლად ყველაფერი გააკეთოს.

„ზელენსკიმაც დაგვიბარა… ზელენსკიმ განაცხადა, რომ მისთვის სრულიად გასაგებია ის გარემოებები, რომელთა გამოც, აზერბაიჯანი უკრაინას იარაღს ვერ აწვდის, მაგრამ ხაზს უსვამს ამ ქვეყნიდან გაგზავნილი ჰუმანიტარული და სამედიცინო დახმარების მნიშვნელობას. არახამია მოითხოვს, რომ ევროპამ და აშშ-მ ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესონ. მეორე დღეს ფეისბუკით ვრცელდება ორი პირის სატელეფონო საუბრის ფარული აუდიოჩანაწერი. ნაცების ცრუ მედიის მტკიცებით, ივანიშვილი ესაუბრება ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ რუს ოლიგარქს და პირდება, რომ მის წარმომადგენელს საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეახვედრებს.(ამბობენ ესეც გია ლორთქიფანიძის “ინტელექტუალური”თვითშემოქმედებააო)

ნათელაშვილი იქვე ბეჭედს უსვამს და აცხადებს- ჩანაწერში სწორედ ბიძინას ხმააო. მოკლედ, ნაცებისთვის და აქაური და იქაური ნაც-პოლიტიკანებისთვის ყველაფერი ნათელია – ბიძინა რუსი ოლიგარქი და საქართველოს მტერია, ის ქვეყანას ბნელ მხარეს (რუსეთისკენ) მიაქანებს, „პუტინის ტყვეს“ არ ათავისუფლებს და ყველა ქართველი პატრიოტის ვალია მის მოსაშორებლად ყველაფერი გააკეთოს. „მოშორებაში“ იგულისხმება – პოლიტიკური, მორალური, ფსიქოლოგიური და ფიზიკური მკვლელობაც („ერთ მილიონს გადავუხდი ბიძინას მკვლელ სნაიპერს“ – თემურ ალასანია).

თუმცა, ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვისაც ყველაფერი ნათელია – საქართველო პირველია უკრაინისთვის გაგზავნილი ჰუმანიტარული ტვირთების ოდენობით. საქართველომ მიიღო, დააბინავა, მზრუნველობს და უფასო სერვისებს სთავაზობს უკრაინელ ლტოლვილებს. საქართველო ყველა გადაწყვეტილებით, მათ შორის საერთაშორისო დონეზე, დგას უკრაინის გვერდით. საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, თბილისიდან 30 კილომეტრში დგას რუსის ჯარი და რუსული ტანკები. ჩვენ წლებია ვუძლებთ 2008 წლიდან დაწყებულ ომს, მაგრამ ზელენსკი-არახამია-ადეიშვილის უკრაინულ ხელისუფლებას აზერბაიჯანისაც ესმის, ევროპისა და ამერიკის სიფრთხილისაც, რომ რუსეთს მათ ქვეყნებზე თავდასხმის საბაბი არ მისცეს, მაგრამ მაინც ყველასი მადლობელია, აი, საქართველოდან კი ელჩსაც გაიწვევს, თავშიც წამოგვარტყამს და დასავლეთსაც ღიად მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლების შესაცვლელად ზომების მიღებისკენ.

ეს ყველაფერი კი მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ხელისუფლებამ უარი თქვა მეორე ფრონტის გახსნაზე და ამ სახით უკრაინის დახმარებაზე. აშკარაა, მიზანიც- საქართველოს ხელისუფლების პროვოცირება, გადადგას მკვეთრი ნაბიჯები უკრაინის წინააღმდეგ (მაგალითად ელჩი გამოიწვიოს, რასაც საქართველოს მიმართ მათი მტრული მოქმედების ლოგიკა მოითხოვს) და ამის შემდეგ კიდევ უფრო გამოააშკარაოს „პრორუსულობა“. რაც მეტ სტიმულს მისცემს დასავლეთს, ხელი შეუწყოს საქართველოს ხელისუფლების დამხობას და ნაციონალური რევანშისათვის პირობების შექმნას. ამიტომ დღეს საქართველოს ხელისუფლებას უწევს ბეწვის ხიდზე გავლა, რათა თავიდან აირიდოს მეორე ფრონტიც, აქაური და იქაური ნაცების და განაცებული პოლიტიკოსების მიერ ორგანიზებული „პრორუსულობის“ იარლიყის მიწებებაც.

ასევე უკრაინას და მთელ მსოფლიოსაც დაუმტკიცოს სოლიდარობა. ეს ძალიან ძნელი საქმეა იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლებაზე გავეშებული ნაცები და მათი სატელიტები, ძალაუფლებისკენ ავადმყოფური ლტოლვით შეპყრობილნი, ომის უბედურებებით მანიპულირებენ. ტვინების გამორეცხვის მიზნით, არანაირ ბინძურ და სამარცხვინო მეთოდებზე უარს არ ამბობენ“ – წერს ნანა კაკაბაძე Facebook-ზე.

970X90
გაზიარება