Skip to content
18/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • კულტურა და ხელოვნება

ელისო ბოლქვაძე: ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი ხდება 10 წლის და ძალიან სასიხარულო, კარგი და მასშტაბური ღონისძიებები ელოდება საზოგადოებას

მარშალ პრესი 20/07/2023
ელისო ბოლქვაძე

ბათუმის ფესტივალი ხდება 10 წლის და ძალიან სასიხარულო, კარგი და მასშტაბური ღონისძიებები ელოდება საზოგადოებას, – ამის შესახებ კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. მან ფესტივალის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„ეს არის ერთადერთი კულტურული ღონისძიება, რომელიც „იუნესკოს მაღალი პატრონაჟით მიმდინარეობს. წელს გვეყოლება ძალიან საინტერესო სტუმრები, ნორჩი პიანისტებისთვის იქნება საინტერესო მასტერკლასები. წარმოდგენილია საელჩოები – აზერბაიჯანი, სომხეთი, ბრაზილია, საფრანგეთი. ესეც კულტურის დიპლომატიის ერთ-ერთი კომპონენტია ფესტივალის ფარგლებში.ვთვლი, რომ ფესტივალი არის ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმა, რომლის გამოც, მაგალითად, ბათუმმა, როგორც ქალაქმა მიიღო „იუნესკოს“ შემოქმედებითი ქალაქის სტატუსი – სწორედ იმიტომ, რომ ამ ქალაქში ხდება ბევრი რამ და ერთ-ერთია ბათუმის შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალი“, – აღნიშნა ბოლქვაძემ.

Continue Reading

Previous: რატი ბრეგაძე: „ნაცმოძრაობის“ ცოდვილობა საზოგადოებამ ყველა არჩევნებზე იხილა – ბელადომანია საქართველოში არის დამთავრებული და ეს უნდა გაითვალისწინონ ამ პოლიტიკურმა ავანტიურისტებმა
Next: უახლესმა ისტორიამ დაამტკიცა, რომ სააკაშვილი მთელი თავისი პოლიტიკურ საქმიანობის მანძილზე იცავდა არა საქართველოს ინტერესებს, არამედ ჩვენი მტრების

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025