Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი: აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის დოკუმენტებით დადასტურდა ორგანიზებული შეტევა ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალზე

მარშალ პრესი 20/07/2023
ილია დარჩიაშვილი

ილია დარჩიაშვილის შეფასებით, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტებით დადასტურდა ორგანიზებული შეტევა საქართველოს ევროპულ მომავალზე. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროპული ინტეგრაცია ქვეყნის პრიორიტეტად რჩება.

„გამოქვეყნებული დოკუმენტებით დადასტურდა ორგანიზებული შეტევა საქართველოზე, ქვეყანაზე, რომელიც ევროინტეგრაციის საკმაოდ წარმატებულ გზას ადგას. ამ საკითხზე ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით, ვაკეთებდით აქცენტს. მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ ეს არის ორგანიზებული შეტევა ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალზე. სამწუხაროა, რომ სწორედ ამ ხელოვნურად შექმნილ პროცესში, ხშირ შემთხვევაში ვხედავდით ზოგიერთ ევროპელ პოლიტიკოსს, რომლებიც შეგნებულად ან შეუგნებლად ხდებოდნენ ამ პროცესის ნაწილი“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის აქტივობების შესახებ ახალი ინფორმაცია გამოქვეყნდა.

Post navigation

Previous: პრემიერი: ჩვენი შეთავაზება იყო, რომ სააკაშვილის ოჯახმა ჩამოიყვანოს ნებისმიერი ექიმი ადგილზე სამკურნალოდ. რაც ვიხილეთ, ეს ადგილზე მკურნალობა არ იყო. გაუგებარი მოქმედება ჩაატარეს პოლონელმა ექიმებმა
Next: მიხეილ სარჯველაძე: მარტო იმიტომ, რომ საქართველოში სააკაშვილის რეანიმაცია მოახდინონ, ფეხქვეშ თელავენ ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებს და საქართველოს სამომავლო ევროპულ ინტერესებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.