Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: სტრასბურგის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სააკაშვილს არ კლავენ და არ საჭიროებს არსად გადაყვანას, მაგრამ არახამია და მისი გუნდი ცდილობს პოლიტიკური განცხადებებით გადაფაროს ეს

მარშალ პრესი 20/07/2023
თამარ ჩიბურდანიძე

უკვე ღიად უკრაინის ხელისუფლებიდან უმაღლესი რადას წარმომადგენელი დავით არახამია უზარმაზარ ცილისწამებას აგზავნის მთელს მსოფლიოში და არა სასამართლოს გზით, არამედ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებისა და რეზოლუციების გზით აპირებს სააკაშვილის ვითომდა მკვლელობის გამოძიებას, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, თამარ ჩიბურდანიძემ, ტელეკომპანია „პოსტივის“ ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, არახამია ნიკა გვარამიასა და ქართულ ოპოზიციასთან ერთად ცდილობს ცილისწამების გზით
საერთაშორისო დონეზე შებღალოს საქართველოს სახელი და მსოფლიო დაარწმუნოს, თითქოს ხელისუფლება სააკაშვილის მკვლელობას გეგმავს.

„მნიშვნელოვანია ერთი ფაქტორი: არახამიამ თქვა, რომ ამ კომისიამ, რომელმაც უნდა გამოიძიოს სააკაშვილის ე.წ მკვლელობის ამბავი, განაცხადა, რომ უნდა მივმართოთ დაახლოებით 10 ქვეყანას, რომლებიც მსგავს რეზოლუციას შეიმუშავებენ.

რეზოლუცია არის პოლიტიკური დოკუმენტი და არა – სამართლებრივი. მიუხედავად იმისა, რომ სტრასბურგის სასამართლომ, უმაღლესმა სასამართლომ, რომელზე მაღლაც მსოფლიოში აღარაფერი დგას, მიიღო გადაწყვეტილება, რომ სააკაშვილს არ კლავენ საქართველოში, უტარდება ყველა შესაბამისი სამედიცინო დახმარება და არ საჭიროებს არსად გადაყვანას, არახამია და მისი გუნდი, რა თქმა უნდა, ნიკა გვარამიასა და ქართულ ოპოზიციასთან ერთად ცდილობს, პოლიტიკური განცხადებებით გადაფაროს სასამართლოს გადაწყვეტილება.

თუკი სააკაშვილს კლავენ და ისინი იძიებენ მისი მკვლელობის მცდელობას, მაშინ მათ პარლამენტებსა და მთავრობებს კი არ უნდა მიმართონ და პოლიტიკური განცხადებები გააკეთონ, არამედ სასამართლოებს უნდა მიმართონ და წარმოადგინონ მტკიცებულებები. თუკი ეს არის კრიმინალი, მკვლელობა და დანაშაული, კრიმინალს იძიებს არა პრემიერი, პრეზიდენტი, ან პარლამენტი, არამედ სასამართლო. სასამართლომ უკვე მოგვცა გადაწყვეტილება – თქვა, რომ სააკაშვილს არ აწამებენ, მას ყველაფერი შესაბამისად უტარდება. მიუხედავად ამისა, ისინი მთელს მსოფლიოში ავრცელებენ დეზინფორმაციას საქართველოს წინააღმდეგ, რომ სააკაშვილს კლავენ და ჩვენ ვიწყებთ გამოძიებას სააკაშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე. ისინი ატყუებენ მოსახლეობას და ეს არის ძალიან ბინძური პოლიტიკური თამაში, რაც მათ სჩვევიათ. ოპოზიციის პოლიტიკური თამაშის სტანდარტები მხოლოდ და მხოლოდ ბინძურ წესებს მოიცავს და არა სიმართლეს, სიწმინდესა და სისუფთავეს.

რა თქმა უნდა, ამას არახამია ხელმძღვანელობს უკრაინიდან. ბევრჯერ მითქვამს, რომ არახამია არის უკრაინის ხელისუფლებიდან ქართული ოპოზიციის ლიდერი და გვარამიას გათავისუფლების დღესვე ვთქვი, რომ იგი გამოუშვეს არა როგორც დეპოლარიზაციისთვის მედიის წარმომადგენელი, არამედ პირიქით, პოლარიზაციის გაღრმავებისა და ქართული ოპოზიციის გაერთიანებისთვის.

ჩვენ ყოველდღე ვხედავთ, რომ ქართულ ოპოზიციას სურს გაერთიანება, თუმცა პირდაპირ ვამბობ, რომ მე ეჭვი მეპარება, რადგან იქ იმდენად ამბიციური ხალხია, რომელთაგან თითოეულს უნდა საქართველოს ხელისუფლებაში მოსვლა და ხელმძღვანელობა, პრემიერობა, თუ პრეზიდენტობა, ისინი ერთმანეთს ვერ გაუნაწილებენ ამ თანამდებობებს და ვერ შეთანხმდებიან. კიდევ ერთხელ ვხედავთ, რომ უკვე ღიად უკრაინის ხელისუფლებიდან უმაღლესი რადას წარმომადგენელი დავით არახამია უზარმაზარ ცილისწამებას აგზავნის მთელს მსოფლიოში და არა სასამართლოს გზით, არამედ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებისა და რეზოლუციების გზით აპირებს სააკაშვილის ვითომდა მკვლელობის გამოძიებას. მათი განცხადება თავიდანვე არის ტყუილი, რადგან ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური დეკლარაციები და არა – სასამართლოს გადაწყვეტილება“, – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ

Post navigation

Previous: პრემიერი მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინის საზღვრის უკანონოდ კვეთაზე: კითხვა ისმის, რატომ არ მოხდა დღემდე რაიმე რეაგირება? უფრო მეტიც, არათუ გამოძიება არ დაიწყეს, არამედ პატიმარი სააკაშვილი დღემდე იკავებს თანამდებობას
Next: პრემიერი: ჩვენი შეთავაზება იყო, რომ სააკაშვილის ოჯახმა ჩამოიყვანოს ნებისმიერი ექიმი ადგილზე სამკურნალოდ. რაც ვიხილეთ, ეს ადგილზე მკურნალობა არ იყო. გაუგებარი მოქმედება ჩაატარეს პოლონელმა ექიმებმა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.