Skip to content
21/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრემიერი: რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნდა ევროკომისიის დასკვნა სადაც შავით თეთრზე წერია, რომ საქართველო წინ უსწრებს მოლდოვას, უკრაინას და არ მაქვს საუბარი სხვა ქვეყნებზე

მარშალ პრესი 20/07/2023
ირაკლი ღარიბაშვილი2

თქვენ გევალებათ სწორი ინფორმაციის მიტანა საზოგადოებამდე, ჩვენ არ ჩამოვრჩებით კი არა, დღესაც, გუშინაც, ხვალაც, ყოველთვის ვიქნებით უკრაინაზე და მოლდოვაზე წინ. რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნდა ევროკავშირის, ევროკომისიის დასკვნა სადაც შავით თეთრზე წერია, რომ საქართველო წინ უსწრებს მოლდოვას, უკრაინას და არ მაქვს საუბარი სხვა ქვეყნებზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რიგ რეიტინგებში მთელი კრიტერიუმებით საქართველო ასევე უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ ქვეყნებს.

„რიგ რეიტინგებში მთელი კრიტერიუმებით, მათ მიერ დადგენილი კრიტერიუმებით – საერთაშორისო ორგანიზაციების, ევროპული, ამერიკული ორგანიზაციების, ჩვენ არა მხოლოდ თქვენს მიერ ხსენებულ ქვეყნებს ვუსწრებთ, არამედ ევროკავშირის წევრ 14 ქვეყანას ვუსწრებთ, ნატოს წევრ 10-ზე მეტ ქვეყანას ვუსწრებთ. ესაა რეალობა, მეგობრებო და ნუ გწყინთ ჩვენი, ანუ თქვენი ქვეყნის წარმატება“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ირაკლი ღარიბაშვილი: კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ჩვენი გარდაცვლილი გმირების ოჯახებს და ქედს ვიხრი მათი ნათელი ხსოვნის წინაშე
Next: ირაკლი ღარიბაშვილი: სიტყვა „მეორე ფრონტი“ უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა თქვა პრესკონფერენციაზე, რომ მათი ინტერესი იყო მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში და მოლდოვაში. ეს მე ხომ არ მოვიგონე?! მათ თქვეს!

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.