Skip to content
21/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

უნდოდათ საერთაშორისო სკანდალი აეწიათ. ჯერ ერთი სამართლებრივად უნდა იცოდე რას ნიშნავს სტატუსის მოხსნა, რომელიც 2015 წელს მომენიჭა სხვადასხვა აქტივობის გამო. „იუნესკოს“ ელჩი მე დანიშვნით არ გავმხდარვარ – ელისო ბოლქვაძე

მარშალ პრესი 20/07/2023
ელისო ბოლქვაძე

უნდოდათ საერთაშორისო სკანდალი აეწიათ მაღალ დონეზე, მაგრამ მათთვის სამწუხაროდ ეს იყო ათდღიანი ლოკალური აჟიოტაჟი, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე „იმედი Live“-ში მის წინააღმდეგ ოპოზიციის მოწოდებებს და სახელდახელოდ შექმნილ პეტიციას, სადაც მისთვის „იუნესკოს“ მშვიდობის ელჩის სტატუსის ჩამორთმევას ითხოვდნენ.

„რადიკალური ოპოზიციის კიდევ ერთი წარუმატებელი პროექტი იყო ეს თავდასხმა და ამ ადამიანებს არ აქვთ კარგად გააზრებული, თუ რა არის ზოგადად „იუნესკო“ და მისი ღირებულებები. უნდოდათ საერთაშორისო სკანდალი აეწიათ მაღალ დონეზე, მაგრამ მათთვის სამწუხაროდ ეს იყო ათდღიანი ლოკალური აჟიოტაჟი. ადამიანები შეცდომაში შეიყვანეს, რადგან ჯერ ერთი სამართლებრივად უნდა იცოდე რას ნიშნავს სტატუსის მოხსნა, რომელიც 2015 წელს მომენიჭა სხვადასხვა აქტივობის გამო. „იუნესკოს“ ელჩი მე არ გავმხდარვარ დანიშვნით, ეს იყო თუ შეიძლება ასე ითქვას, მოღვაწეობის გამო ჩემს პროფესიაში, რადგან მე ბევრი რამ მქონდა გაკეთებული, რომელიც „იუნესკომ“ მიიჩნია, რომ იყო ძალიან მნიშვნელოვანი. მე ახალაც ვაგრძელებ პარლამენტის პლატფორმიდან სახელოვნებო განათლების, კრეატიული მუხტის აწევას, ყველაფერს, რასაც ადრეც ვაკეთებდი. აბსოლუტურად არაფერი შეცვლილა“, – განაცხადა ბოლქვაძემ.

Post navigation

Previous: ბექა გრიგორიადისი კლინიკა “ვივამედში” შევარდნას აპირებს (ვიდეო)
Next: ირაკლი ქადაგიშვილი: პრეზიდენტზე იქნება გაძლიერებული ზეწოლა, რომ მან სააკაშვილი შეიწყალოს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.