Skip to content
21/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • უკატეგორიო

ევროპარლამენტის რეზოლუციაა იაფად, ჩავწერთ ყველაფერს, რაც თქვენ გულს გაუხარდება! თეთრს – შავად გამოვაცხადებთ!

მარშალ პრესი 19/07/2023
ვატო შაქარი

საზოგადოებრივი მოძრაობის “საქართველო უპირველეს ყოვლისა” დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი, გიული ალასანიას და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის საქმიანობის შესახებ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მისი განცხადებით, ამერიკული ლობისტური კომპანიის მიერ გადახდილი თანხით, ევროპარლამენტარები ჯალათს მსხვერპლად, ქველმოქმედს კი შურისმაძიებლად წარმოაჩენენ.

“აბაა ევროპარლამენტის რეზოლუციაა იაფად! ჩავწერთ ყველაფერს, რაც თქვენ გულს გაუხარდება! თეთრს – შავად გამოვაცხადებთ! ჯალათზე დავწერთ, რომ მსხვერპლია და ქველმოქმედზე ვიტყვით, რომ შურისმაძიებელია! იმასაც კი ჩავწერთ, რასაც თქვენი ფანტაზია ვერ გასწვდება! მოდი ამერიკული ლობისტური კომპანიის კონტრაქტით და მიიღე ფასდაკლება!

308 €პარლამენტარი უყოყმანოდ დააჭერს მწვანე ღილაკს ხელს! ბონუსად ვიოლა ფონ კრამონსაც გამოვაგზავნით საქართველოში, რომელიც მთლიანად თქვენს განკარგულებაში იქნება! ის ხომ ყველაფერზე “სპასობნია!” იყიდეთ, იყიდეთ, ჩქარა თორემ… იყიდეთ ჩქარა თორემ… იშლებაა… თავზე გვენგრევა…” – წერს ვატო შაქარიშვილი Facebook-ზე.

Post navigation

Previous: ქალბატონი ელენეს [ხოშტარია] ნიჭიერება მინდა ვაღიარო – მამუკა მდინარაძე
Next: ოზურგეთში სახალხო დღესასწაული ,, დვაბზუობა” გაიმართა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.