IMG.GE ___________________________________ IMG.GE

რეჟისორი გოგა ხაინდრავა „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარის თქმას საქართველოში რუსული ინტერესების გატარებას უკავშირებს. ამის შესახებ მან „იმედის“ გადაცემაში „არენა“ განაცხადა.

„საკმარისია ფოტო ავიღოთ შალიკოს ფანჩატურიდან, სადაც ოპოზიციის ცენტრში სხედან ნინო ბურჯანაძე და გრიგოლ ვაშაძე, არც მათთვის და არც არავისთვის არის დასამალი, რომ პირდაპირ რუსეთის ინტერესების გამტარებლები არიან საქართველოში. მათ მხარს უჭერს ბოკერია, ჩერგოლეიშვილი, მელია, ყველა. ეს ყოველთვის ასე იყო.

მე წლების მანძილზე ვიძახდი – სააკაშვილი არის რუსეთის ინტერესების გამტარებელი საქართველოში. იყო, არის და იქნება. ეს ჩანს ყველა მის ნაბიჯში. და შედეგი გვაქვს, აგერ, 30 კილომეტრში თბილისიდან რუსული ტანკები და ლულები დგას“, – განაცხადა რეჟისორმა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება