Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რატი ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილზე: ეს არის თავისუფლების უკანონოდ მოპოვების მცდელობა, სახელმწიფო ინტერესების დაზიანება და, ასევე, რა თქმა უნდა, საზოგადოების ტერორიზება

მარშალ პრესი 19/07/2023
რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ქმედებებზე ისაუბრა.

„კიდევ ერთხელ ხაზგასმით გეტყვით იმას, რომ ჩვენ გვაქვს თანაბარი დამოკიდებულება აბსოლუტურად ყველა პატიმრის მიმართ და, მათ შორის, როდესაც პოლიტიკოსი თუ ყოფილი პოლიტიკოსი ყოფილა პენიტენციურ დაწესებულებაში, მისთვის არავის შეუზღუდავს რაიმე უფლება. ჩვენ გვიხილავს ასევე სხვა პატიმრები, რომლებიც გამოსულან პენიტენციური დაწესებულებიდან და მათ არ ჰქონიათ რაიმე პრეტენზია პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მიმართ, მაგრამ ამ ერთი ადამიანის გარშემო არის ატეხილი განსაკუთრებული აჟიოტაჟი და ეს სრულიად გასაგებია, რა მიზანსაც ემსახურება. ეს არის თავისუფლების უკანონოდ მოპოვების მცდელობა, სახელმწიფო ინტერესების დაზიანება და, ასევე, რა თქმა უნდა, საზოგადოების ტერორიზება. მე ამას არ მოვერიდები და პირდაპირ ვიტყვი, იმიტომ რომ ჩვენ მრავალჯერ ვიხილეთ მათ მიერ გავრცელებული მტკნარი სიცრუე, რამაც, სამწუხაროდ, მთელ რიგ შემთხვევებში პროპაგანდისტული ხასიათიც მიიღო“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

იუსტიციის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მსჯავრდებული სააკაშვილი, პრაქტიკულად, პოლიტიკურ აქტივობას ეწევა კლინიკიდან და ამ პროცესში მას ადვოკატები ეხმარებიან.

„ეს ადამიანი მაქსიმალურად ცდილობს ყოველთვის, რომ იყოს აქტუალური პოლიტიკურ დღის წესრიგში. ის დღეში რამდენჯერმე ხვდება, მათ შორის, ადვოკატებს და, ფაქტობრივად, ეს ადამიანები ასრულებენ არა უშუალოდ რაიმე სახის პროცესუალურ მოქმედებებს, არამედ, ფაქტობრივად, არიან ამბის გამტან-გამომტანები. კარგად მოგეხსენებათ, რომ, ფაქტობრივად, ყოველდღე ამ ადამიანის facebook-ზე განთავსდება ხოლმე სხვადასხვა სახის პოსტები და ის, თამამად შეიძლება ითქვას, რომ, პრაქტიკულად, პოლიტიკურ აქტივობას ეწევა კლინიკა „ვივამედიდან“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

Post navigation

Previous: ეს საერთაშორისო სკანდალია – ირმა ჭკადუა პოლონელი ექიმის მიერ სააკაშვილის ბიო.ნიმუშის მალულად გამოტანაზე
Next: რატი ბრეგაძე: როდესაც კიევი იბომბებოდა, საქართველოს ელჩი უკრაინაში რჩებოდა უკრაინელი ხალხის გვერდით. როდესაც ტელეფონით ვსაუბრობდით, აფეთქებების ხმაც მესმოდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.