Skip to content
30/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ვახტანგ გომელაურმა იაპონიის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

მარშალ პრესი 18/07/2023
გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს იშიძუკა ჰიდეკს შეხვდა. ინფორმაციას შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

„გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ვახტანგ გომელაურმა იაპონიის ელჩს საქართველოში დიპლომატიური საქმიანობის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა. მხარეებმა საქართველოსა და იაპონიას შორის არსებულ ნაყოფიერ ურთიერთობებზე ისაუბრეს და სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების საკითხი განიხილეს. ვახტანგ გომელაურმა ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში იაპონიის მხარის მიერ შეტანილი წვლილისთვის.

ამ მიმართულებით მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მხარდაჭერასა და იაპონიის მხარის მიერ განხორციელებულ წარმატებულ პროექტებზე. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს სამოქალაქო უსაფრთხოების სექტორის მხარდაჭერის მიმართულებით არსებული ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობა. ვახტანგ გომელაურმა ასევე ყურადღება გაამახვილა შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაყოფიერ თანამშრომლობაზე იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსთან (JICA). შეხვედრის დასასრულს მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ერთობლივი ძალისხმევით ორ ქვეყანას შორის სამართალდაცვით სფეროში არსებული თანამშრომლობა და ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

Post navigation

Previous: მაია ომიაძე: შავი ზღვის წყალი სუფთა და დამსვენებლებისთვის – უსაფრთხო, ველოდებით კიდევ მეტ ვიზიტორს
Next: ვლადიმერ ბოჟაძე: ,,გლობალური ომის პარტია” ყოველდღიურ რეჟიმში აგრძელებს ზეწოლას საქართველოს სახელმწიფოზე და პოლიტიკიდან წასულ, მეცენატ ბიძინა ივანიშვილზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.