Skip to content
14/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გია აბაშიძე: კიევში დაბუდებული სააკაშვილის პოლიტიკური დესანტი ვერანაირად შეარყევს საქართველო-უკრაინის მეგობრობას

მარშალ პრესი 25/04/2022
გია აბაშიძე

,,ცალკეული ევროპარლამენტარების, ცალკეული დასავლელი ანალიტიკოსების თუ კოლექტიური არახამიების გზავნილები არაფერს ნიშნავს საქართველოს საზოგადოების დიდი ნაწილისთვის. “ ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე დავით არახამიას განცხადებას.

როგორც აბაშიძე წერს, გმირია უკრაინელი ერი და არა იქაური ცალკეული პოლიტიკური აქტორები!
,,სააკაშვილის ომის პარტიის, რეალურად რუსული საქმის მკეთებლის სტანდარტული ‘მესიჯბოქსი’.
ცალკეული ევროპარლამენტარების, ცალკეული დასავლელი ანალიტიკოსების თუ კოლექტიური არახამიების გზავნილები არაფერს ნიშნავს საქართველოს საზოგადოების დიდი ნაწილისთვის.
უკვე ათი წელია ჩვენი ელექტორატი საკუთარ არჩევანს აკეთებს მშვიდობის პარტიის დამფუძნებელის ბიძინა ივანიშვილის “ქართული ოცნებაზე”. ცალკეულ დროებით პოლიტიკოსთა ყავლგასული გზავნილები კი, რჩება მხოლოდ ჰაერის უაზრო რხევად. მეტიც, კიევში დაბუდებული სააკაშვილის პოლიტიკური დესანტი ვერანაირად შეარყევს საქართველო-უკრაინის მრავალსაუკუნოვან მეგობრობას.
გმირია უკრაინელი ერი და არა იქაური ცალკეული პოლიტიკური აქტორები!” წერს Facebook – ზე ანალიტიკოსი.

Post navigation

Previous: გია გაბრიჭიძე არახამიაზე: რას უხდის ამდენს რუსი ბიზნესმენი ნაყოფია სააკაშვილის გამოწერილი ინვოისით, რომ უმთავრესი დანიშნულება მიატოვა და დორბლებს ყრის?
Next: ზურაბ ქადაგიძე დავით არახამიაზე: ასეთი სულელი პოლიტიკოსები მიდიან და მოდიან,თუმცა სამწუხაროა ქართულ-უკრაინული ურთიერთობების გაფუჭების მცდელობა, რომელსაც ყოველდღიური აბსურდული განცხადებებით აღრმავებენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.