Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

კახა კალაძე პოლონელ ექიმზე: დიდი ალბათობით, სჭირდებოდათ გარკვეული მონაცემების გაყალბება

მარშალ პრესი 17/07/2023
კახა კალაძე

იქიდან გამომდინარე, რა კამპანიაც მიმდინარეობს სააკაშვილის ირგვლივ, ძალიან დიდი ალბათობით, სჭირდებოდათ გარკვეული რაღაცების გაყალბება, – ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე პოლონელი ექიმის მიერ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის აღებული ნიმუშის ფარულად გამოტანის მცდელობასთან დაკავშირებულ შეკითხვას.

მისი თქმით, ის, რაც სააკაშვილის თემის გარშემო ხდება, დიდი სიცრუე და ფარისევლობაა.

„ალბათ სჭირდებოდათ გარკვეული რაღაცების გაყალბება და ამისთვის იყო ეს ყველაფერი გაკეთებული. შემდეგ ამაზეც ააწყობდნენ გარკვეულ კამპანიას. ამ სიბინძურეს ჩვენ უკვე რამდენიმე თვეა ვუყურებთ, რაც ძალიან ცუდია. სააკაშვილის თემის გარშემო რაც ხდება მთელი ამ ხნის განმავლობაში, ეს არის ძალიან დიდი სიცრუე და ფარისევლობა – მისი „მოწამვლიდან“ დაწყებული „სიკვდილით“ დასრულებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„იმედის კვირის“ ინფორმაციით, პოლონელი ნეიროქირურგი არტურ ზააჩინსკია, რომელსაც რეკომენდაცია სწორედ პოლონეთის საელჩომ გაუწია.

როგორც ცნობილია, მას შემდეგ, რაც პოლონელმა ექიმებმა კლინიკა დატოვეს, პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, ერთ-ერთი პოლონელი ექიმისგან ადგილი ჰქონდა გაუგებარ ინციდენტს. კერძოდ, მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში, პოლონელმა ექიმმა გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით.

Post navigation

Previous: ლევან ნიკოლეიშვილი: აუსტრევიჩიუსი არის ერთ-ერთი იმ ევროპარლამენტთაგანი, რომელიც გამოირჩევა ჩვენი ქვეყნის მომართ ზიზღით და თავიდან ბოლომდეა ჩართული რადიკალური ოპოზიციის “გარეცხვის” კამპანიაში
Next: გია აბაშიძე: რუსული „LUKOIL ჩრდილოეთ ამერიკა“ 200+ ავტოგასამართი სადგურის მეშვეობით აშშ-ში მოსახლეობას სერვისების ფართო სპექტრს სთავაზობს – საინტერესოა, კელი დეგნანის ახლობლები და კოლეგები თუ სარგებლობენ LUKOIL-ის სერვისებით?

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.