Skip to content
24/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მათ ჰყავთ ერთი პატრონი – კახა კალაძე ოპოზიციაზე

მარშალ პრესი 17/07/2023
კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიებიდაყოფილები არიან, თუმცა მათ ერთი პატრონი ჰყავთ.

კახა კალაძემ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების შეკრების შესახებ მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ მისთვის მთავარია მხოლოდ პარტია „ქართული ოცნება“ და მისი საარჩევნო გეგმები.

„რეალურად ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ ყველამ, რომ ეს ადამიანები არიან ერთი მსოფლმხედველობის. ერთი პარტია იყო თავის დროზე, შემდეგ დაიშალნენ და ცალკეულ პოლიტიკოსებად და პოლიტიკურ პარტიებად მოგვევლინნენ. ეს ადამიანები არიან ერთი პატრონაჟის ქვეშ, ჰყავთ ერთი პატრონი. შეიძლება დღეს ერთი სახელი დაირქვან, ხვალ მეორე, მაგრამ ყველანი ერთნი არიან.

როგორ წარდგებიან ისინი ან რა ფორმულირება ექნებათ, ეს მე არ მაინტერესებს. ჩემთვის მთავარი არის ჩემი პარტია, თუ როგორ წარდგება, რა სიახლეებს შემოიტანს, რა ახალი პროექტები გვექნება. რაც შეეხება ამ ადამიანებს, საერთოდ არ არიან საინტერესო. მათ ყველას ერთი ხერხემალი აქვთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Post navigation

Previous: ამირან სალუქვაძე კეზერაშვილზე: მეცენატობა თავდაცვის ბიუჯეტიდან, ბიზნესის დატერორებით ან პენსიონერების გადაგდებით მიღებული თანხებით შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ან ფულის, ან შებღალული სახელის, ან ორივეს ერთად გათეთრების მცდელობად
Next: გოგა ხაინდრავა: „პოლიტიკური ალღოს“ და „გამჭრიახობის“ ნიმუშია ოპოზიციის ლიდერად დანიშნულ Go Go Zhenia-ს ევროსპაში კუბილიუსს, კრამონს და ფოტიგას რომ შეახვედრებ, კიევში კი არახამიას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.