Skip to content
30/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სკანდალური დოკუმენტი – რა წერია კინოცენტრის შესახებ გაკეთებულ აუდიტის დასკვნაში

მარშალ პრესი 17/07/2023
სოსო სუთიძე

კულტურის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი სოსო სუთიძე „იმედის კვირასთან“ კულტურის სამინისტროს შიდა აუდიტის მიერ კინოცენტრში არსებული სიტუაციის შესახებ 2021 წელს გაკეთებულ დასკვნას ეხმაურება.

დასკვნა 2019 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში კინოცენტრში არსებულ სიტუაციას ეხება, რომელმაც არაერთი დარღვევა გამოავლინა, რის საფუძველზეც 2022 წლის მარტში პროკურატურამ გამოძიება კინოცენტრის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის ფაქტზე დაიწყო.

„აუდიტის დასკვნაში იყო საკმაოდ მრავალფეროვანი ხარვეზები, რომელიც შეეხებოდა როგორც სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივ და არაეფექტურ ხარჯვას, ასევე გარკვეული საკითხები შეეხებოდა კომისიების მუშაობას და ხარვეზს მათ მუშაობაში. ასევე იყო საკითხები, რომელიც შეეხებოდა ისეთ პროექტებს, რომელიც გარკვეული ხარვეზების გამო არ იქნა დისკვალიფიცირებული კონკურსიდან და მოხდა მათი შემდგომში დაშვება ამ კონკურსზე და უფრო მეტიც, მათ გაიმარჯვეს ამ კონკურსში. იყო შემთხვევები, როდესაც იყო დისკრიმინაციული მიდგომა კონკურსანტებს შორის“, – აცხადებს სუთიძე.

Post navigation

Previous: პოლონელმა ექიმმა ჩამორთმეულ ახსნა-განმარტებაში თავად დაადასტურა მსჯავრდებულისგან აღებული ნიმუშის წინდაში განთავსებისა და გატანის მცდელობის ფაქტი
Next: ნინო ნადირაძე: პოლონელი ნეიროქირურგი ითხოვდა, რომ ნიმუშებზე კვლევა ჩატარებულიყო მის კლინიკაში, კონკრეტულად იმ ლაბორატორიაში, სადაც თავად მუშაობს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.