Skip to content
30/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ბაჩო ოდიშარია: ვაშაძის განცხადება შემოვიდა სადღაც ორი-სამი კვირის წინ, რომ მან მოიკვლია და აღმოაჩინა, რომ კინოცენტრის მიერ მოგებული გრანტიდან დარჩენილი არის ფული და ითხოვდა პირად ანგარიშზე ჩარიცხვას

მარშალ პრესი 16/07/2023
ბაჩო ოდიშარია

კინოცენტრის კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ბაჩო ოდიშარია „იმედის კვირასთან“ ამბობს, რომ გიორგი ვაშაძის ძმა დავით ვაშაძე კინოცენტრის მიერ მოგებული გრანტიდან თანხის პირად ანგარიშზე გადარიცხვას ითხოვდა.

„ის, რაც უნდა შესრულებულიყო მაგალითად წელიწად ნახევრის მანძილზე, პოზიტიური ცვლილებების ნაცვლად, ისევ სტატიკა დადგა შედეგად, ქალბატონმა მინისტრმა გადაწყვიტა, რომ საჭირო იყო რეორგანიზაცია. მგონია, რომ ადამიანი, რომელიც არა მხოლოდ ქმნის ქართულ კინოს და გულშემატკივრობს, მისთვის ალბათ ყველაზე საჭირო და მნიშვნელოვანი პროცესი არის ის, რაც ახლა მიმდინარეობს. წინა წელს კინოცენტრმა მოიგო გრანტი, რომლის ფარგლებში ბატონი ვაშაძე და თუ ზუსტად მახსოვს ის ორი მოადგილე, რომლებიც გათავისუფლებულები არიან მინისტრის ბრძანებით, წავიდნენ რომელიღაც ევროპულ ქვეყანაში ფილმის ჩვენებაზე და შემდეგ გამართეს კითხვა-პასუხის სესია. ამაში მიიღეს რა თქმა უნდა გრანტით გათვალისწინებული ჰონორარი, მგზავრობის და ცხოვრების ხარჯები და ა.შ. ვაშაძის განცხადება შემოვიდა სადღაც ორი-სამი კვირის წინ, რომ მან მოიკვლია და აღმოაჩინა, რომ გრანტიდან დარჩენილი არის ფული და ითხოვდა პირად ანგარიშზე ამ ფულის ჩარიცხვას და ელოდებოდა, რომ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მოუწერდა ამაზე ხელს, რამაც მე ის მაჩვენა, რომ მიდგომა არსებობდა ასეთი, რომ თუ გაგვივა, გაგვივა“, – ამბობს ოდიშარია.

Post navigation

Previous: გიორგი ამილახვარი უკრაინელი ბავშვების დახმარებაზე: პრაქტიკულად, შევქმენით პრეცედენტი, თუ როგორ უნდა დახვდე და უმასპინძლო შენს მეზობელ და მეგობარ ქვეყანას მაშინ, როდესაც მას დიდი განსაცდელი აქვს
Next: პოლონელმა ექიმმა ჩამორთმეულ ახსნა-განმარტებაში თავად დაადასტურა მსჯავრდებულისგან აღებული ნიმუშის წინდაში განთავსებისა და გატანის მცდელობის ფაქტი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.