Skip to content
15/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

აზერბაიჯანისთვის რთულია შეიარაღებით დაეხმაროს უკრაინას, რადგან მათ აქვთ მთიანი ყარაბაღი, ასევე, გეტყვით, რომ აზერბაიჯანი არის ერთ-ერთი იმ ძალიან ცოტა ქვეყანას შორის, რომელთა ნეიტრალურობის ბალანსი ჩვენთვის გასაგებია

მარშალ პრესი 25/04/2022
ვოლოდიმირ-ზელენსკი-640x361

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აზერბაიჯანის ნეიტრალური პოზიცია კიევისთვის გასაგებია, თუმცა, დიდხანს ეს გაგებაც ვერ გასტანს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა უცხოელ ჟურნალისტებთან პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, მიუხედავად ყველაფრისა, უკრაინა აზერბაიჯანისგან მეტს ელოდება.

„მე აზერბაიჯანისაგან ჯერ არ გამიგია, რომ ის მზადაა, იყოს უკრაინის უსაფრთხოების გარანტი, მაგრამ პრეზიდენტი ალიევი მუდამ მხარს უჭერდა უკრაინას. იყო ჰუმანიტარული დახმარება, იყო სამედიცინო მხარდაჭერა. რაც შეეხება შეიარაღების საკითხს. ჩემი აზრით, დღეს აზერბაიჯანისთვის რთულია შეიარაღებით დაეხმაროს უკრაინას, ეს სიმართლეა და ამის გაგება შესაძლებელია, რადგან მათ აქვთ მთიანი ყარაბაღი, არსებობს ეს საკითხი, ის ისტორიული და ძალიან რთული საკითხია, მე ეს მესმის. ასევე, გეტყვით, რომ აზერბაიჯანი არის ერთ-ერთი იმ ძალიან ცოტა ქვეყანას შორის, რომელთა ნეიტრალურობის ბალანსი ჩვენთვის გასაგებია. მე მესმის, რადგან აი, ახლა შეიძლება დაიწყოს ომი. თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც მეტს ველოდებით, დიდხანს ჩვენი მხრიდან ეს გაგება ვერ გაგრძელდება, რადგან ჩვენ ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ. ყოველდღე იღუპებიან ჩვენი ბიჭები, თქვენც უნდა გაიგოთ ჩვენი. აზერბაიჯანთან კარგი ურთიერთობები გვაქვს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

Continue Reading

Previous: გულშეღონებული გუბაზ სანიკიძე (ვიდეო)
Next: გახარია უკვე “ნაცებთან” ერთად საჯარო ქეიფებსაც აღარ ერიდება – დავით ქართველიშვილი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025