Skip to content
15/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

წინანდალში, სადაც კონსპირაციულ შეხვედრაზე „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედი და ყოფილი წევრები იმყოფებიან, სალომე ზურაბიშვილი მივიდა

მარშალ პრესი 16/07/2023
ზურაბიშვილი

წინანდალში, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, „იმედის კვირის“ ინფორმაციით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მივიდა. დაესწრება თუ არა „რედისონში“ ზურაბიშვილი რადიკალების შეხვედრას, ეს ჯერ უცნობია.

იგეგმება თუ არა, ახალი პოლიტიკური გაერთიანება? – კონსპირაციულ შეკრებაზე წინანდალში „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედი და ყოფილი წევრები იმყოფებიან. მათთან ერთად არიან გახარიას პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც ხშირად საუბრობენ, რომ ყოფილი ხელისუფლების წევრებთან, საერთო არაფერი აქვთ. შეკრებას ესწრებიან „ლელოსა“ და „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერებიც.

ტელეკომპანია „იმედის“ კამერამ წინანდალში დავით კეზერაშვილის ტელევიზიის თანამშრომელი, მიშა მშვილდაძეც დააფიქსირა.

„იყო რამდენიმე პოლიტიკური პარტია. ასევე იყო რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, ბევრი ექსპერტი. საუბარი შეეხებოდა პირველ დღეს აფხაზეთიდან დევნილებს, გალში მცხოვრებ მოსახლეობის პრობლემებს. თემურ ჭყონია იყო გვერდზე სუფრაზე ოჯახთან ერთად მყოფი ადამიანის სტატუსით ამ სასტუმროში. შეხვედრაზე არ ყოფილა“, – განუცხადა „იმედის კვირას“ მშვილდაძემ.

Post navigation

Previous: დავით ქართველიშვილი ოპოზიციაზე: როგორ ხდება ტრანსფორმაცია მდგომარეობიდან „ძალიან რუსული“, მდგომარეობამდე „რუსულ-დასავლური“, შემდგომ „ძალიან დასავლურის“ მიღწევამდე, თუკი წარსულიც, მენტალობაცა და მთავარი ნარატივიც უცვლელი რჩება
Next: მიხეილ სარჯველაძე წინანდლის შეკრებაზე: რადიკალური ოპოზიციისთვის გაცილებით საინტერესოა, გარკვეული რევოლუციური გეგმები დაისახოს საქართველოში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.